20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (20-ნაწილი)
Cümə günü, 08.12.2017, 12:07pm (GMT+4)

ამირ ასის ხრიკი
 
გაწბილდნენ ყურეიშელთა წარმომადგენლები, მაგრამ ამირ ასიმ მაინც ვერ მოისვენა და მეორე ყურეიშელს უთხრა: "მე ხვალ ისევ წარვდგები მეფის წინაშე ერთი მიზნის მისაღწევად". მეორე დღეს ორივენი წარდგნენ მეფესთან. ამირ ასმა მოახსენა: "თქვენი ხიზნები წმინდა იესოს შესახებ აუგს ამბობენ, ისეთს, რომ თქვენი შეხედულებების შეუსაბამოაო".  მეფემ ბრძანა და ისევ მოაყვანინა მუსულმანთა წარმომადგენლები. ჯაფარ იბნ აბუთალიბმა წმინდა იესოს შესახებ ყურანის დამოკიდებულება ასე გააჟღერა: "ის ღვთის მონა, წინასწარმეტყველი, ღვთის სული და ღვთის სიტყვაა, იესო მარად ქალწული ასული მარიამის წიაღში ჩაისახა ღმერთის ნებით". მეფე ძალიან კმაყოფილი დარჩა გაგონილით. ჯაფარს ასე უთხრა: "ჩემს ქვეყანაში მშვიდობასა და თავისუფლებაში იცხოვრებთ (ეს სიტყვები სამჯერ გაიმეორა). ვინც ბოროტად შეგეხებათ, ჩემს რისხვას დაიმსახურებს. მე უამრავი ოქროც რომ მომცენ, თქვენგან ერთსაც კი ვერ შევაწუხებ". შემდეგ მიუბრუნდა და ყურეიშელებს უთხრა: "ახლა კი დაუყოვნებლივ გაშორდით ჩემს ქვეყანას. თქვენი საჩუქრებიც სულ უკან წაუღეთ პატრონებს. `საჩუქარივით მორთმეული ქრთამი არ მჭირდება. ვფიცავ ღმერთს, რომ რაც მეფე გავხდი, ქრთამი არავისგან ამიღია".
 
თავი VIII
 
ყურეიშელთა უსაფუძვლო ჭორები

 
ყურეიშელების ელჩები დამარცხდნენ. ყურეიშელთა უნუგეშობა დღითიდღე ძლიერდებოდა, რადგან მუსლიმანთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. ყურეიშელები ხედავდნენ, რომ მუჰამედის ადრინდელ მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა ახალ რელიგიას მიემხრო და გამუსლიმანდა. შეიკრიბნენ და საშუალების გამონახვის ფიქრს მიეცნენ, საშუალებისა, რომელიც მუჰამედის წინასწარმეტყველობაში და ისლამის რელიგიურ უსაფუძვლობაში შეიტანდა ეჭვს. მექაში და მის მიდამოებში ხალხი მუჰამედს კარგად იცნობდა და მის პიროვნულ სიწმინდეში და კეთილგრძნობაში ეჭვი არავის შეეპარებოდა, ამიტომ ყურეიშელთა გავრცელებული ჭორი მუჰამედის არაწმინდა სინდისის შესახებ მუჰამედის საწინააღმდეგოდ არ იმუშავებდა. ასეც მოხდა. ამის შემდეგ ყურეიშელებმა მუჰამედს გრძნეული, მატყუარა, ჯადოქარი და გიჟი უწოდეს. ყურეიშელები დაჟინებით ცდილობდნენ იმის მტკიცებას, რომ მუჰამედი გრძნეულია და ყურანი გრძნეულის ნათქვამები. იბნ ჰიშამი წერს: "ჰაჯჯის დრო რომ დადგა, ღვთის სახლის (ქააბას) მოსალოცავად უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ქააბაში. მაშინ მოციქულის მტრები ვალიდ იბნ მუღეირასთან გამოცხადდნენ და უთხრეს: "მომლოცველობის დრო დგება, ქააბათან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ისინი ჩვენ მუჰამედის შესახებ აუცილებლად შეგვეკითხებიან და კარგი იქნება, თუ ყველა ერთსა და იგივეს ვიტყვით, ამის თაობაზე რა შეხედულება გაგაჩნიათ?" ვალიმ იქით დაუსვა კითხვა: "ჯერ თქვენ მითხარით, თქვენ რა აზრი გაგაჩნიათ?" მათ უპასუხეს: `ჩვენ ვიტყვით, რომ ის ქურუმია". ვალიდმა თქვა:"არავითარ შემთხვევაში! ის არც ქურუმივით მღერის და არც ქურუმივით რითმავს სიტყვებს". მაშინ უთხრეს: "ვიტყვით, რომ გიჟია". ვალიდი:"ის გიჟი არ არის და სიგიჟის არაფერი ეტყობა". უთხრეს: "პოეტია და მისი ყურანიც ლექსების კრებულია". ვალიდი: "მისი ყურანი არც ლექსთაკრებულია". უთხრეს:"ვიტყვით, გრძნეული და ჯადოქარია". ვალიდი: "ჩვენ გვინახავს გრძნეულიც და ჯადოქარიც. მის საქმიაობას ასეთებთან შეხება არა აქვს". ბოლოს დაფიქრდა ვალიდი და თქვა: "მეტი გამოსავალი არა გვქავს, ის ისევ გრძნეულად და ჯადოქრად უნდა გამოვაცხადოთ. მან თავისი ენით და წიგნით თქვენში განხეთქილება ჩათესა".
 
ყურანთან დაპირისპირება
 
ყურეიშელებმა ახლა ასეთი რამ მოიფიქრეს: მოციქულის ერთ-ერთ დაუძინებელ მტერს ჰაზრ იბნ ჰარის იბნ ქალდანის დაავალეს, მექის ნებისმიერ მეჯლისში გარეულიყო და ირანის მეფე რუსტამსა და ისფანდიარზე ლეგენდები მოეყოლა. მათ იცოდნენ, რომ ისტორიულ ტომებზე და ადამიანებზე ყურანის აიებს ხალხი დიდი ყურადღებით ისმენდა. მაგრამ ვერც ამ ხრიკმა გამოიღო ნაყოფი, რადგან ხალხი ამ ლეგენდებს გულგრილად ეკიდებოდა.
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (19-ნაწილი) (01.12.2017)
ისლამის ისტორია (18-ნაწილი) (10.11.2017)
ისლამის ისტორია (17-ნაწილი) (03.11.2017)
ისლამის ისტორია (16-ნაწილი) (20.10.2017)
ისლამის ისტორია (15-ნაწილი) (12.10.2017)
ისლამის ისტორია (14-ნაწილი) (26.09.2017)
ისლამის ისტორია (13-ნაწილი) (15.09.2017)
ისლამის ისტორია (12-ნაწილი) (06.09.2017)
ისლამის ისტორია (11-ნაწილი) (16.08.2017)
ისლამის ისტორია (10-ნაწილი) (10.08.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]