20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (19-ნაწილი)
Cümə günü, 01.12.2017, 10:18am (GMT+4)

აბისინიაში გახიზვნა
 

თავად წინასწარმეტყველი და ჰაშიმის გვარიდან ზოგიერთი მორწმუნე აბუთალიბის მფარველობაში ერთგვარად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. მაგრამ სხვა მუსლიმანთა  მდგომარეობა აუტანელი შეიქმნა, მათ სახიფათო დევნა ემუქრებოდათ. ამიტომ მუჰამედმა ურჩია მათ, დროებით აბისინიაში გახიზნულიყვნენ:"აბისინიაში ისეთი მბრძანებელი ზის, რომ იქ არავინ არ იტანჯება. მდგომარეობის გამოსწორებამდე იქ დარჩენა შეიძლება". მუსლიმანთა ერთი ჯგუფი ვისაც რით შეეძლო აბისინიაში გასამგზავრებლად მექადან ჯადდას ნავსადგურს მიადგნენ. ისინი ერთ სავაჭრო გემში ჩასხდნენ. გზის საფასური თითო სულზე ნახევარი დინარი გადაიხადეს. ეს ისლამის ისტორიაში პირველ გახიზვნად (მუჰაჯირობად) ითვლება. გადმოცემის თანახმად, მუჰაჯირთა ჯგუფი სულ 11 კაცისგან შედგებოდა. აქედან ოთხი დედაკაცი და შვიდი მამაკაცი იყო. მუჰაჯირებმა ორ თვეს დაჰყვეს აბისინიაში და გამობრუნდნენ მექაში. მაგრამ მდგომარეობის დანახვისთანავე ისევ აბისინიას მიაშურეს.
 
მეორე მუჰაჯირობა აბისინიაში
 
მუსლიმანთა მეორე გახიზვნა ჯაფარ იბნ აბუთალიბის ხელმძღვანელობით შედგა. ეს ჯგუფი მექაში მცხოვრები სხვადასხვა ტომების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. მათი სახელებიც შემოინახა ისტორიამ. ისლამის დიდი მემატიანე იბნ ჰაშიმი მათ შესახებ ვრცელ ინფორმაციას იძლევა. ის წერს: "ეს ჯგუფი 83 მამაკაცისაგან და 18 მანდილოსნისგან შედგებოდა. ისინი გაემგზავრნენ, რომ დაეცვათ რწმენა"... რა თქმა უნდა, მემატიანეს თავის თხზულებებში აბისინიაში დაბადებულ ბავშვთა შესახებ არაფერი უჩვენებია.
 
 
 
გახიზნულთა დაბრუნების მცდელობები
 
აბისინია გახიზნულთათვის დაუვიწყარ ქვეყნად იქცა. აქ მბრძანებლობდა ბრძენკეთილი მეფე ნეჯაში, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას თუ მოსულ სტუმრებს მშვიდობიანად ეპყრობოდა. მუსლიმანები თავიანთ ღვთისმსახურებაში არავითარ დაბრკ,ოლებას არ აწყდებოდნენ. მუჰაჯირთაგან ერთ-ერთმა აბუთაგიბ იბნ ჰარასმა ლექსიც კი მიუძღვნა ამ ქვეყანას და უმღერა. მისი სამი ბეითის შინაარსი ასეთია: "ღვთისმორჩილნი მექაში შებორკილნი არიან. ჩვენ ღვთის წილხვედრი ქვეყანა გულღია ვნახეთ. აქ დამცირებისაგან ვიხსენით თავი. გულადნო ადამიანნო, დამცირებას არ შეეპუოთ" ("სირეი იბნ ჰიშამი"). მუსლიმანთა ამგვარი თავისუფლება აბისინიაში ყურეიშებს ცუდად ენიშნათ, რადგან მუსლიმანებს შეეძლოთ ქვეყნის მეფესთანაც მიეკვლიათ გზა, მისი პატივისცემა მოეპოვებინათ და ჯარით ყურეიშების დასასჯელად გამომართულიყვნენ. ამიტომ მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ აბისინიაში წარმომადგენლები გაეგზავნათ ფასიანი საჩუქრებით, როგორც სასულიერო ხელმძღვანელებისათვის, ასევე მეფისათვის. პირველ რიგში სასულიერო იერარქიის დიდებულები მოესყიდათ საჩუქრებით და მათი მეშვეობით მეფესთანაც მიეღწიათ. მეფესთან ხიზანთა უკეთურობაზე ესაუბრათ და ცდილიყვნენ მათ დაბრუნებას მექაში. მართლაც ასე მოიქცნენ. უმმუ სილამი წერს: "ყურეიშთა მიერ წარგზავნილი ორი პიროვნება ჯერ მღვდლებს შეხვდა და მათ ძვირფასი საჩუქრები დაურიგა, თან უთხრა: "ჩვენი ტომიდან უგნურ და ურწმუნო ადამიანთა ერთმა ჯგუფმა თქვენს ქვეყანას შეაფარა თავი. მათ არც ჩვენი რელიგია სწამთ და თქვენსაზეც არ მოქცეულან. სულ სხვა, ახალ რწმენას ქადაგებენ და ასეთს არც თქვენ იცნობთ, არც ჩვენ. ჩვენი თხოვნაა, ყოველივე ეს შეატყობინოთ მეფეს და ჩვენი ნათქვამი მასთან დაადასტუროთ. ასევე გთხოვთ, ხიზნებს არ გაესაუბროთ, რადგან ჩვენზე უკეთესად მათ არავინ იცნობს". მღვდლებმა თანხმობა განუცხადეს ყურეიშელებს და ისინი მეფეს შეახვედრეს. მეფემ ძღვენი აიღო. ყურეიშელებმა თქვეს: `ჩვენი ქვეყნიდან რამდენიმე უგნური თქვენს მფარველობაში იმყოფება აქ. მათ თავიანთი ტრადიციული რელიგია უარყვეს და თქვენს რელიგიაზეც არ მოექცნენ. ხიზანთა პატრონებმა მოგვავლინეს თქვენთან, რომ თქვენი ნებართვით მათი გაბრუნების სამზადისი დაგვეწყო. ამ ხიზნებს მათი პატრონები უკეთ უწყიან და მათი უკეთურობა იციან~. ვეზირებმაც დაადასტურეს ყურეიშების ნათქვამი და დასძინეს, რომ შემოხიზნულები ამ ორი კაცისთვის მიებარებინათ და მექაში გაებრუნებინათ. მეფე ნიჯაში მიხვდა ვეზირთა თაღლითობას. ბრაზმორეულმა დაუცაცხანა: "ვფიცავ ღმერთს, რომ ჩემ მფარველობაში შემოსულ არც ერთ ადამიანს მათ მტრებს არ დავანებებ. მე უშუალოდ უნდა ვესაუბრო ხიზანთა ჯგუფის ხელმძღვანელებს. თუ ისეთები გამოდგებიან, როგორადაც ეს კაცები აღწერენ, მე დავანებებ მათ. თუ არადა, მაშინ მათ მდგომარეობას ჩემ ქვეყანაში უფრო გავაუმჯობესებო".  მეფემ მიავლინა მოხელე ხიზნებთან. მოხელე შეხვდა ჯაფარ აბუთალიბს და ჰკითხა, მეფეს რას უპასუხებო. ჯაფარმა მიუგო, "მხოლოდ ჭეშმარიტებას და წინასწარმეტყველის მოწოდებასო". ჯაფარი წრდგა მეფის წინაშე. ქრისტიანი მღვდელმსახურები და თეოლოგები გადაშლილი სახარებებით მეფის ირგვლივ იყვნენ ჩამწკრივებულნი. მეფემ იკითხა: "ტომის ტრადიციულ რელიგიაზე, რამაც უარი გათქმევინათ, რა არისო?" ჯაფარმა მიუგო: "მეფეო! ჩვენ უმეცარი და უკუნში მცხოვრები ხალხი ვიყავით, კერპებს თაყვანს ვცემდით, მკვდარი ცხოველის ხორცს ვჭამდით, უკეთურ საქციელებს ვჩადიოდით, ნათესაურ ურთიერთობებს არ ვცნობდით და უსუსურთ ფეხქვეშ ვთელავდით. ასეთ უკუნში რომ ვიყავით, ღმერთმა ჩვენგან ერთი კეთილშობილი და მართალი კაცი გამოარჩია და წინასწარმეტყველად დაგვიდგინა. მან ერთი ღმერთის თაყვანისცემით მოგვიწოდა და ქვაღორღისაგან დამზადებული კერპების თაყვანსაცემად უარყო. მან ჩვენ სისხლისღვრისგან, უკეთური საქმის ჩადენისაგან, ძალადობისაგან, ობლის დაჩაგვრისაგან და უმწეო ქალის შეურაცხყოფისაგან განგვარიდა და მოგვიწოდა, გველოცა, მოწყალება გაგვეღო და გვემარხულა. ჩვენ მივენდეთ მას და მისი მოწოდებისამებრ დავიწყეთ ცხოვ რება, მაგრამ ჩვენი ტომის თავკაცებმა დევნა დაგვიწყეს და აუტანელი ტანჯვაწამება გვაწიეს. გვიბრძანეს, ისევ კერპებ ისთვის გვეცა თაყვანი და უარგვეყო ღმერთი, როგორც სამყაროს ხელმწიფე. ჩვენ იძულებული გავხდით, თქვენთვის გვეთხოვა თავშესაფარი, ვიმედოვნებთ, აქ წამება აგვცდება".  მეფემ, ახალ რელიგიაში უკეთ გარკვევის მიზნით, მოისურვა ყურანიდან ადგილების წაკითხვა. ჯაფარმა მარიამის სურადან რამდენიმე აიე წაუკითხა (ამ აიებში ზაქარიასა და იოანეს (იაჰია) და მარიამის სიწმინდეზეა ლაპარაკი და იესო ძალიან კარგად არის შესხმული). მეფემ მოისმინა თუ არა წაკითხული, ატირდა. მას ქრისტიანი მეცნიერებიც აყვნენ. მათმა ცრემლებმა სახარების წერილები დაასველა. მეფემ თქვა: "თქვენი წინასწარმეტყველის და იესოს მოტანილი ერთი წყაროდან მომდინარეობსო". შემდეგ ყურეიშელებს მოუბრუნდა:"გაშორდით აქაურობას, მე მათ არ დაგანებებთ".
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (18-ნაწილი) (10.11.2017)
ისლამის ისტორია (17-ნაწილი) (03.11.2017)
ისლამის ისტორია (16-ნაწილი) (20.10.2017)
ისლამის ისტორია (15-ნაწილი) (12.10.2017)
ისლამის ისტორია (14-ნაწილი) (26.09.2017)
ისლამის ისტორია (13-ნაწილი) (15.09.2017)
ისლამის ისტორია (12-ნაწილი) (06.09.2017)
ისლამის ისტორია (11-ნაწილი) (16.08.2017)
ისლამის ისტორია (10-ნაწილი) (10.08.2017)
ისლამის ისტორია (9-ნაწილი) (02.08.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]