20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (18-ნაწილი)
Cümə günü, 10.11.2017, 09:45am (GMT+4)

თავი VII
 
წინასწარმეტყველს ქონებას  სთავაზობენ და ემუქრებიან. გახიზვნა (მუჰაჯირეთი) აბისინიაში 

 
ყურეიშთა თავკაცები აბუთალიბთან საუბრით გაწბილებული დარჩნენ. როცა გაიგეს, რომ ის თავის ძმისწულს ყოველთვის დაიცავდა და არ გაწირავდა, გადაწყვიტეს პირადად მუჰამედს გასაუბრებოდნენ და სიმდიდრისა და ქონების შეთავაზებით გადაეთქმევინებინათ განზრახვა. ამ მიზნით ყურეიშთაგან ერთი ჯგუფი ქააბასთან შეიკრიბა და მუჰამედი იქ მიიწვია. მუჰამედი მივიდა მათთან და გვერდითაც მიუჯდა. ჯგუფის თავკაცმა მიმართა: `რასაც შენ სჩადი, აქამომდე არავის ჩაუდენია. ჩვენს წინაპრებზე აუგს ამბობ, მათ რწმენებს აბუჩად იგდებ, ჩვენ ღმერთებს აგინებ და ჩვენს ერთიანობაში ბზარს აჩენ. შენი ასეთი ქმედების მიზანი რა უნდა იყოს?! _ თუ ქონების მოპოვება გსურს, ჩვენ მოგცემთ იმდენ ქონებას, რომ ჩვენ შორის ყველაზე მდიდარი იქნები. თუ თავკაცობა გსურს, ამიტომ გვიჯანყდები, აგირჩევთ თავკაცად; თუ ჩვენი მბრძანებლობა გსურს, გაგხდით ჩვენ მბრძანებლად; ხოლო თუ რაიმე ზნე გჭირს, მკურნალს მოგინახავთ~. მოციქულმა მათ ასე უპასუხა: `მე არც ქონების, არც თავკაცობის და არც მბრძანებლობისთვის ვარ წარმოგზავნილი. ღმერთმა წინასწარმეტყველად დამადგინა და თქვენთან მომავლინა. მან საამისოდ წერილიც მიბოძა, თქვენს მახარებლათ და მაუწყებლათ. მე გამცნეთ ჩემი წინასწარმეტყველობის შესახებ, თუ მიმიღებთ, ორი ქვეყნის სიამეს შეეზიარებით, თუ არ მიმიღებთ, გზას მაინც არ გადავუხვევ, ღმერთი იყოს თქვენი და ჩემი განმსჯელი!~
 

 
წინასწარმეტყველის გაბითურება
 
მოლაპარაკებით რომ ვერაფერს მიაღწიეს, ყურეიშებმა გადაწყვიტეს, ბითურად მოქცეოდნენ მუჰამედს და ამით ტანჯვა მიეყენებინათ. ერთხელ, როცა მოციქული ლოცულობდა და სუჯდეს მდგომარეობაში იყო, ყურეიშების მონამ დაკლული აქლემის შიგნეულობა მხრებზე შეუგდო. მუჰამედს კრინტი არ დაუძრავს, მხოლოდ ბიძას აბუთალიბს უამბო ეს ამბავი. აბუთალიბი ერთ თანმხლებთან ერთად მიეჭრა ყურეიშებს და აქლემის ეს სიბინძურე ამ საქმის მოთავეებს მხრებზე გადააკიდებინა, თან გააფრთხილა: `თუ წინააღმდეგობას გამიწევთ, ცოცხლად არცერთი არ გადამირჩებითო~.
 
ყურეიშების თავკაცებმა  წინასწარმეტყველის მოკვლა გადაწყვიტეს
 
დამცირება-დაცინვამ მუჰამედი ვერ დასცა. მან უფრო გაააქტიურა თავისი მოწოდებები და ქადაგებანი. მაშინ აბუთალიბის მეაურობით ყურეიშთა ერთმა ჯგუფმა მისი მოკვლა გადაწყვიტა.  მოციქული წმინდა ქააბას მიმართულებით იდგა და ღმერთს ლოცვას აღავლენდა. შეთქმულები მას მიუახლოვდნენ და ცოტა მოშორებით დადგნენ. აბუჰაჯიდმა დიდ ქვას სტაცა ხელი და ლოცვაში თავდავიწყებული მუჰამედისაკენ გაემართა მოსაკლავად. მაგრამ შუა გზაზე საშინლად შეძრწუნდა და ნირწამხდარი უკან გაბრუნდა. შეთქმულები გაკვირვებულები მისცვივდნენ და გამობრუნების მიზეზი ჰკითხეს, მან უპასუხა: `მე ისეთი რამ ვიხილე, რომ ასეთი რამ არასოდეს მომჩვენებია. მე ხელს ვიღებ ჩემი განზრახვისაგან~. ეს იყო ღვთის აღთქმული მფარველობის გაცხადება.
 
მოციქულის მომხრეთა წამება
 

ისტორიამ შემოგვინახა სახელები, რომელთაც წინასწარმეტყველის მომხრეობისა და მფარველობისათვის წამება მიადგათ მოწინააღმდეგეთაგან. ესენია: იასირ, სუმაია, ამმარ, ბილალ, ხაბბაბ, იბნ არათ, სუჰაიბ იბნ სინან რუმი და სხვები. წამება ძირითადად დაპატიმრებით, ცემით, უჭმელუსმელობით, ცხელ ქვაზე დასმით, მკერდზე მძიმე ქვების დადებით და სხვა მსგავსი სახით ხორციელდებოდა. ყველაზე აუტანელ წამებას კი ამმარის ოჯახი ეწია. მისი მშობლები - მამა იასირი და დედა სუმაია ურწმუნოებმა გაგანია მზის ქვეშ ამყოფეს. იასირმა სული რომ დალია, ცოცხალმკვდარ სუმაიას კი ურწმუნო აბუჯაჰილის მახვილმა მოუღო ბოლო, ამირმა თავის გადასარჩენად უარყო ისლამი, მაგრამ გულიდან არ ამოუგდია. ამარი გამოცხადდა მუჰამედთან და ვითარება უამბო. მოციქულმა მოუწონა საქციელი და დაამშვიდა: `ნუ გეშინია, მტრებს რომ გადაურჩე, დაფარე რწმენა!~ ამარის ქცევის დასტურად ღმერთმა მოასწავა:"იმ პირთა გარდა, რომლებიც მტერთან უძლურნი იქნებიან, ხოლო სულში ღრმად ჩაიმარხავენ რწმენას" ("ნაჰლ" 106-ე).  არანაირი წამების წინაშე არ დრკებოდნენ მუჰამედის მომხრეები. ერთხელ გადაწყვიტეს, რომ ქააბაში ყურეიშის კრებულის გასაგონად ხმამაღლა ყურანიდან რამდენიმე აიე წაეკითხათ. კენჭისყრით ეს ვალდებულება აბდულაჰ იბნ მარუდს ერგო წილად. მარუდმა შეუდრეკლად განახორციელა ეს ჩანაფიქრი: ყურეიშთა გასაგონად "არრაჰმანის" სურადან რამდენიმე აიე ხმამაღლა გასძახა. ყურეიშები მიესივნენ და დაუნდობლად სცემეს. გასისხლიანებული მარუდი დაბრუნდა მეგობრებთან და სიამაყით ამცნო თავისი საქციელის შესახებ. ისტორია რწმენის გამო მსხვერპლად მისულთ უამრავს იცნობს, მაგრამ  მუჰამედის მომხრეთა თავდადების განუმეორებლობას, თვით აბუ სუფიანიც კი განცვიფრებით აღიარებდა.
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (17-ნაწილი) (03.11.2017)
ისლამის ისტორია (16-ნაწილი) (20.10.2017)
ისლამის ისტორია (15-ნაწილი) (12.10.2017)
ისლამის ისტორია (14-ნაწილი) (26.09.2017)
ისლამის ისტორია (13-ნაწილი) (15.09.2017)
ისლამის ისტორია (12-ნაწილი) (06.09.2017)
ისლამის ისტორია (11-ნაწილი) (16.08.2017)
ისლამის ისტორია (10-ნაწილი) (10.08.2017)
ისლამის ისტორია (9-ნაწილი) (02.08.2017)
ისლამის ისტორია (8-ნაწილი) (25.07.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]