20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (17-ნაწილი)
Cümə günü, 03.11.2017, 09:37am (GMT+4)

მასობრივი მოწოდებანი
 
ფარული ქადაგებებიდან ღია და მასობრივ მოწოდებებზე გადასვლის დრომაც მოაღწია. ღმერთმა მოციქულს ასე უბრძანა: "შენზე დაკისრებული გაანდე და ურწმუნოებს განერიდე. ჩვენ შენი განმაქიქებელი მტრების ხიფათისაგან დაგიცავთ" ("ჰიჯრა", 94-95 აიე). ხალხმა უკვე იცოდა, რომ მუჰამედი აძაგებდა კერპთაყვანისმცემლობას და ურწმუნოებას. ერთხელ მან ხალხს ასეთი რამ აუწყა: "მე ღმერთისგან ვარ დადგენილი. მე მოგიწოდებთ, თაყვანი სცეთ ღმერთს და განერიდოთ კერპთა თაყვანისცემას, იმ კერპთა, რომელთაც არც სიკეთის, არც უკეთურების, არც რაიმე მადლის მონიჭება შეუძლიათ. არც მოკვდინება და არც აღდგინება შეუძლიათ" ("თარიხე იაკუბი"). ერთხელაც "უქაზ"-ად წოდებულ ხალხთა თავშეყრის ადგილას წითელ მანტიაში გამოწყობილმა მოციქულმა ასე მიმართა: "ხალხნო, "ლა ილაჰე ილლალლაჰ" წარმოთქვით, რომ ნუგეშს ეწიოთ". ამ დროს აბულაჰაბმა მოირბინა და ხალხს ხმამაღლა გასძახა: "ხალხნო, ეს ჩემი ძმისწულია და არ ენდოთ მას". "საფა"- წოდებულ ბაზარში წინასწარმეტყველმა გამოსაჩენი ადგილიდან ხმამაღლა -"ია საბაჰან" წარმოთქვა (ეს სიტყვა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ან მოლოდინისას წარმოითქმის). ამ სიტყვამ ხალხის ყურადღება მიიპყრო. მაშინ მოციქულმა ასე მიმართა: "თუკი გეტყვით, რომ თქვენი მტრები აგერ იმ მთას არიან ჩაასფრებულნი, დამიჯერებთ?", ყველამ ერთხმად "დაგიჯერებთ"- - უპასუხა. რადგან აქამომდე მისგან ცრუ სიტყვა ჯერ არ სმენოდათ. მოციქულმა დასძინა:"მე მოგიწოდებთ, განკითხვის სატანჯველისაგან იხსნათ თავი. ღვთის წინაშე თქვენს დასაცავად ვერაფერს მოვიმოქმედებ. მე მხოლოდ ამ სატანჯველით გაშინებთ. მე ის გუშაგი ვარ, რომელიც ხიფათის მოახლოებისას ხმამაღლა გაუწყებთ: "ია საბაჰინ".
 
წინააღმდეგობანი ყურეიშთა მხრიდან
 
ყოველი პიროვნება-ინდივიდის ცნობიერება იმ შეხედულება-რწმენის უპირატესობას იცავს, რომელიც ტრადიციულად მოსდგამს. ამიტომ ამ სფეროში სიახლე, ცხადია, დიდ წინააღმდეგობებს აწყდება. ეს საზოგადოების განვითარების უცვლელი კანონზომიერებაა. ისლამამდელი არაბებიც საკუთარი ტრადიციული აღსარებებისადმი ფანატიკურ თავგამოდებას იჩენდნენ
 
ყურეიშების უხუცესები  აბუთალიბს ეწვივნენ
 
მოციქულის მომხრეთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა, ფეხს იკიდებდა ახალი რწმენა-მრწამსი, რამაც საგონებელში ჩააგდო ყურეიშელი თავკაცები. საჭირო იყო მუჰამედის შეჩერება. ამიტომ ყურეიშელმა თავკაცებმა მუჰამედის საქმიანობისადმი მექას გამგებლის აბუთალიბის დამოკიდებულების გარკვევა განიზრახეს და ეწვივნენ კიდეც აბუთალიბს: `შენი ძმისწული ჩვენს სათაყვანოებს უგვან რამეებს უძახის და ჩვენს აღსარებას აბუჩად იგდებს. ჩვენს მამა-პაპათ შეცდომილს უწოდებს. გააფრთხილე, მოეშვას ასეთ საქციელს. ანდა, შენ მისი მფარველობისაგან ხელი აიღე~. აბუთალიბი ტკბილად ესაუბრა მათ და განზრახვაზე ხელი ააღებინა. დრო გადიოდა, მუსლიმანთა რიცხვი იზრდებოდა. ყურეიშელები შეძრწუნდნენ. აბუთალიბს ისევ მიადგნენ: `აბუთალიბ! შენ ასაკითაც, ღირსებითაც და პასუხისმგებლობითაც ჩვენზე აღმატებული ხარ. ჩვენ გთხოვეთ, შენი ძმისწულის უკეთური საქმიანობისთვის ბოლო მოგეღო, შენ არაფერი მოიმოქმედე. უკვე ვეღარ ავიტანთ ადამიანს, რომელიც მამა-პაპათა წესებს აუგად იხსენიებს, რწმენებს სისულელეს უწოდებს, ღმერთებს გვიგინებს. ან ერთხელ და სამუდამოდ მოეშვას ასეთ საქმიანობას, ანდა მის წინააღმდეგ ავმხედრდებით. მოგეხსენება, შეჭიდებულთაგან ერთ-ერთი უნდა დამარცხდეს". აბუთალიბი გაესაუბრა ძმისწულს და შექმნილი ვითარება მასთან ერთად განიხილა. წინასწარმეტყველმა ასე აუწყა თავისი დამოკიდებულება: "ბიძაჩემო, ვფიცავ ღმერთს, ერთ ხელში მზე რომ დამაჭერინო და მეორე ხელში - მთვარე, ჩემს მოწოდებაზე ხელს მაინც ვერ ავიღებ. ან ჩემმა აღსარებამ უნდა გაიმარჯვოს, ანდა უნდა მოვკვდე ამ გზაზე". მუჰამედს ცრემლები მოერია, თავი ვერ შეიკავა და ატირდა, ადგა და გასვლა დააპირა. აბუთალიბმა შეაჩერა და ასე მიმართა:"ძმისწულო, მომიახლოვდი". მუჰამედი მიუახლოვდა. აბუთალიბმა უთხრა: "წადი და შენი მოწოდებები უფრო გამოააშკარავე, შენი სურვილისამებრ იმოქმედე, მარტოდ არ დაგაგდებ". ყურეიშელები ისევ მოიცვა შფოთვამ - ისინი უკვე აშკარად ხედავდნენ, როგორ ეცლებოდა საყრდენი წარმართულ რწმენებს. მესამედ ეწვივნენ აბუთალიბს: "შენ გიშვილებია მუჰამედი და ცხადია, დაიცავ კიდეც. მოდი, მის მფარველობაზე უარი განაცხადე და ვალიდ იბნ მუღეირას ვაჟი იშვილე. ვალიდის ვაჟი მოლექსე, მჭევრმეტყველი და გონიერია". ამ ნათქვამმა აქამდე აუღელვებელი აბუთალიბი აღაშფოთა და გაბრაზებულმა ასე უთხრა მათ: "ეს რა ნათქვამია?! ჩემს სისხლსა და ხორცზე უარი ვთქვა, თქვენ მოგატოვოთ მოსაკლავად და მე კი ვალიდის ვაჟი შევიფარო?! ვფიცავ ღმერთს, რომ ასეთი რამ ყოვლად შეუძლებელია". ყურეიშთა თავკაცების მიერ მუჰამედის თაობაზე მიღებული განაჩენის აბუთალიბთან გულწრფელად გაცხადება იმას მოწმობს, რომ აბუთალიბის ისლამისადმი დამოკიდებულების შესახებ არაფერი იცოდნენ.

 

 

 

iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (16-ნაწილი) (20.10.2017)
ისლამის ისტორია (15-ნაწილი) (12.10.2017)
ისლამის ისტორია (14-ნაწილი) (26.09.2017)
ისლამის ისტორია (13-ნაწილი) (15.09.2017)
ისლამის ისტორია (12-ნაწილი) (06.09.2017)
ისლამის ისტორია (11-ნაწილი) (16.08.2017)
ისლამის ისტორია (10-ნაწილი) (10.08.2017)
ისლამის ისტორია (9-ნაწილი) (02.08.2017)
ისლამის ისტორია (8-ნაწილი) (25.07.2017)
ისლამის ისტორია (7-ნაწილი) (19.07.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]