20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (16-ნაწილი)
Cümə günü, 20.10.2017, 09:40am (GMT+4)

თავი VI
 
ისლამზე მოქცევისათვის მოწოდება და ყურეიშების მიერ წინააღმდეგობის გაწევა
 
წმინდა მოციქული სამი წლის განმავლობაში ქადაგებას ფარულად ეწეოდა. ამ დროის განმავლობაში იგი მხოლოდ ცალკეულ პირებთან ატარებდა საუბრებს. ფართო მასებში ქადაგებისთვის ჯერ-ჯერობით არანაირი პირობა არ არსებობდა და გარემოება არ უწყობდა ხელს. ასეთი ფარული საუბრების შედეგად ადამიანთა ერთი ჯგუფისათვის მონოთეიზმის (თოვჰიდ) მნიშვნელობა გასაგები გახადა და მუსლიმანად მოაქცია. ისტორიამ შემოინახა ამ ადამიანთა სახელებიწმინდა ხადიჯე, ალი იბნ აბუთალიბი, ზეიდ იბნ ჰარისა, ზუბეირ იბნ ავამი, აბდურაჰმინ იბნ ოვფი, სად იბნ აბიავკასი, თალბად იბნ აბდულლაჰი, აბუ უბეიდათ იბნ ჯარაჰი, აბუსელმა, ერგამ იბნ აბილ-არგამი, გუდამათ იბნ მაზუნი, აბდულლაჰ იბნ მაზუნი, უბეიდათ იბილ-ჰარისი, სიდ იბნ ზეიდი, ხაბბაბ იბნ არათი, აბუბაქარ იბნ აბიგუჰაფა, ოსმან იბნ აფაფი და სხვ. ("სირეი იბნ ჰიშამი"). ყურეიშთა უხუცესები დროს დაბანგულობასა და ნაბახუსეობაში ატარებდნენ. მუჰამედის რელიგიური დრტვინვების შესახებ ხმები კი მოუდიოდათ, მაგრამ ამას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენამ ხნის განმავლობაში მოციქული თავის მომხრე მცირე ჯგუფთან ერთად ქალაქიდან გარეუბნებში გადიოდა და ნამაზს იქ აღასრულებდა, რის გამოც იგი დაცინვისა და გაქირდვის ობიექტი ხდებოდა. ეს დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ მოციქულის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებამ იჩინა თავი. ურწმუნოთა მხრიდან ერთ-ერთი სად ვაკკასის მიერ ხმლით დაშავდა. ამ შეტაკების შემდეგ მოციქულმა რელიგიური მსახურებისათვის უკვე მომხრეთაგან ერთ-ერთის არკამის ბინა აირჩია. ამმარ იასირმა და სუბეიჰ იბნ სანანმა ისლამი სწორედ ვაკკასის ბინაში მიიღესსამი წლის ფარული ქადაგების შემდეგ ღმერთმა უბრძანა მოციქულს ისლამზე მოქცევა ნათესავებისთვისაც მოეწოდებინა. სანათესაოს გამუსლიმანებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან უცხოთა წინააღმდეგობის დაძლევაში თუნდაც ურწმუნო ნათესაობის თანადგომა ბევრად ხელსაყრელი იქნებოდა ისლამის შემდგომი გავრცელებისათვის. საბედნიეროდ, მოციქულის სანათესაოდან პირველი მოწოდებისთანავე შეუერთდა მას ზოგიერთი: ღმერთმა ბრძანა: "ერთარსის სამსახურისათვის მოუწოდე ნათესავებს".
 
როგორ მოიწვია  წინასწარმეტყველმა თავისი სანათესაო
 
წინასწარმეტყველმა ღვთისგან მიიღო მითითება მოეწვია სანათესაო და გასაუბრებოდა მას თავისი მრწამსის შესახებ. მან ალის დაავალა რძისგან რაღაც საჭმელი დაემზადებინა. ბენი-ჰაშიმის გვარიდან ორმოცდახუთი უხუცესი მოიწვია და გაუმასპინძლდა. აბულაჰაბმა, როლმელიც მოწვეულთაგან ერთ-ერთი იყო, უგუნური გამოხტომებით მეჯლისი დაარღვია, რის გამოც წინასწარმეტყველმა შეკრება მეორე დღისთვის გადადო. მეორე დღეს აბულაჰაბის გარდა ისევ შეიკრიბნენ მოწვეულები. წინასწარმეტყველი ისევ გაუმასპინძლდა მათ, ჭამას რომ მორჩნენ მოციქულმა სიტყვით მიმართა: `ყოველი წინამძღოლი თავის მიმდევრებს მხოლოდ მართალს უამბობს. ვფიცავ ერთადერთ ღმერთს, რომ მისგან ვარ მოვლინებული. ჩემო ნათესავნო! მძინარე ადამიანებივით მოკვდებით და მათ მსგავსადვე გაცოცხლდებით. ყოველი ადამიანი თავისი საქციელის გამო დაჯილდოვდება, ან დაისჯება. უკეთურთათვის არსებობს ჯოჯოხეთი, კეთილთათვის არსებობს სამოთხე. არავის თავის ხალხისთვის ის არ უბოძებია, რასაც მე ახლა გთავაზობთ. ორი ქვეყნის (სამყაროს) სიკეთით მინდა გასაგრებლოთ. ღმერთმა მიბრძანა, მისდამი მორჩილებისაკენ მომეწოდებინეთ. თქვენს შორის ვინც მომიდგება და დამიცავს, ჩემი მომხრე, ძმა და ნაცვალი იქნება~. წინასწარმეტყველმა ბოლო წინადადება რომ წარმოთქვა, ალიმ დუმილი დაარღვია, ადგა და წინასწარმეტყველს მომხრეობა და მფარველობა აღუთქვა. წინასწარმეტყველმა ბრძანა, რომ დამჯდარიყო. მოციქულმა თავისი სიტყვა სამჯერ გაიმეორა სრულად და ბოლო წინადადებაზე ალი ყოველთვის დგებოდა და წინასწარმეტყველს მომხრეობას და მფარველობას აღუთქვამდა. მაშინ ალის შესახებ წინასწარმეტყველმა ასე თქვა: "ალი ჩემი ძმა, ნაცვალი და თქვენს შორის ჩემი მემკვიდრეა (ხალიფა). გაიგონეთ მისი და დაემორჩილეთ" ("თარიხე თაბარი", "თარიხე ქამილ", "მუსნადე აჰმად"). წინასწარმეტყველის ეს სიტყვა დიდად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იგი (წინასწარმეტყველი) თავისი წინასწარმეტყველობის გამოცხადებისას თავის ნაცვალს და მემკვიდრესაც გვაცნობს.


 

 

 

iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (15-ნაწილი) (12.10.2017)
ისლამის ისტორია (14-ნაწილი) (26.09.2017)
ისლამის ისტორია (13-ნაწილი) (15.09.2017)
ისლამის ისტორია (12-ნაწილი) (06.09.2017)
ისლამის ისტორია (11-ნაწილი) (16.08.2017)
ისლამის ისტორია (10-ნაწილი) (10.08.2017)
ისლამის ისტორია (9-ნაწილი) (02.08.2017)
ისლამის ისტორია (8-ნაწილი) (25.07.2017)
ისლამის ისტორია (7-ნაწილი) (19.07.2017)
ისლამის ისტორია (6-ნაწილი) (11.07.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]