20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (15-ნაწილი)
Cümə axşamı, 12.10.2017, 09:35am (GMT+4)

ჯაბრაილის ხელახალი გამოცხადება
 
ჰირას მთიდან დაბრუნებულმა მოციქულმა ძილის შედეგად ძალა რომ მოიბრუნა, ჯაბრაილი ისევ გამოეცხადა და ამცნო: "შენ, ტილოში გახვეულო, აღსდექ და ადამიანები ღვთის რისხვით შეაშინე და ადიდე ღმერთი" (მუდდასირი, 1-3 აიე). ამ აიეთი წინასწარმეტყველს მოუწოდებს ზოგიერთებს ფარულად ამცნოს თავისი აღსარების შესახებ და მომხრეობა სთხოვოს. ამ პერიოდში ჩნდება ტერმინი "ასსაბიკუნ" (პირველმრწმენნი). მანდილოსანთა შორის პირველად ხადიჯემ ირწმუნა. ხადიჯეს ამ საქციელს მრავალი წმინდანის ნათქვამი ადასტურებს; მაგ. აიშე ამბობს: `ყოველთვის სინანულის განცდა მიპყრობს იმის გამო, რომ ვერ შევესწარი ხადიჯეს ცხოვრების პერიოდს. მაოცებდა წინასწარმეტყველის გარდაცვლილი ცოლისადმი პატივისცემა და სიყვარული. საკლავს თუ დაუკლავდა, ნაწილს აუცილებლად გაუგზავნიდა ხადიჯეს მეგობრებს. ამის მიზეზის გამოკითხვისას მოციქული იტყოდა: "ხადიჯემ ისეთ პერიოდში ირწმუნა ისლამი, როცა სხვები ეჭვობდნენ და აგინებდნენ. მან თავისი ქონება ჩემთვის ყველაზე რთულ მომენტში მანდო. ღმერთმა მისგან ისეთი შვილები მაჩუქა, რომ სხვა ცოლებისგან არ უჩუქნია" ("ბიჰარულ-ენვერი", 16-ე ტ. გვ. 8).
 
ისლამის პირველი მორწმუნე მამაკაცი
 
უამრავი ისტორიული წყარო თუ ჰადისების კრებული მეტყველებს იმაზე, რომ მამაკაცთა შორის ისლამის პირველი მორწმუნე ალი იბნ აბუთალიბი იყო. ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან წინასწარმეტყველმა თავისი ბიძაშვილი ალი თავის სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად და აღზარდა. ალი ნიჭიერებითა და საოცარი სულიერი თუ ფიზიკური უნარებით ხასიათდებოდა. ალი თავის ნათქვამებში შემდეგს გვამცნობს: `ჰირას მთაზე განმარტოებულ წინასწარმეტყველს მხოლოდ მე ვიხილავდი, ჩემს გარდა არავინ იხილავდა. ამ დღეებში მოციქულის და მისი მეუღლის ხადიჯეს სახლში ისლამის სხივი კიაფობდა. ასეთი ნათელი სხვა სახლებში არ იყო. მე მათი ოჯახის მესამე წევრი ვიყავი, გამოცხადების ნათელს ვისრუტავდი და წინასწარმეტყველობის კეთილსურნელებას ვიყნოსავდი~. შემდეგ დასძენს"ღმერთო, უწყი, რომ მე პირველი ვარ მათ შორის, ვინც მოციქულის მოწოდება მიიღო და ირწმუნა. ჩემზე უწინ (წინასწარმეტყველის შემდგომ) ნამაზი არავის აღუსრულებია" ("ნაჰჯულ-ბელაღე", 190-ე ქადაგება).
 
ჯაბრაილმა წინასწარმეტყველს შეასწავლა განბანვის და ნამაზის აღსრულების წესები
 
პირველი გამოცხადების მეორე დღეს ანგელოზმა მოციქულს განბანვისა და ნამაზის აღსრულების წესები აჩვენა. მოციქულმა პირველი ნამაზი შუადღეს აღასრულა. ჯაბრაილმა განბანვისა და ნამაზის დროები დაუდგინა. მოციქული დადგენილ დროს განიბანა და ნამაზი აღასრულა. შემდეგ ხადიჯემ და ალიმ ამავე წესების დაცვით აღასრულეს განბანვა და ნამაზი. ამ დღიდან წმინდა მოციქული ორ რუქათიან ნამაზებს აღასრულებდა. შემდეგ ღმერთის მოწოდებით საღამოს და ღამის ნამაზებს ორ-ორი რუქათიც მიუსართა ("სურეი იბნ ჰიშამ").
 
ღვთაებრივ გამოცხადებათა გარდმოვლენა

 
ღმერთის ნებისდა შესაბამისად ყურანის აბზაცები (აიები) თანდათან დროის და მოთხოვნილების მიხედვით წარმოიგზავნებოდა. ამგვარად ყურანის აიები სრულად 23 წლის განმავლობაში წარმოიგზავნებოდა. ყურანი ამის თაობაზე შემდეგნაირად მიგვანიშნებს: "ჩვენ ყურანი დროდადრო წარმოგიგზავნეთ, რომ ხალხისთვის აუჩქარებლად გემცნო" ("ისრა", 106-ე). ყურანი სხვა აიეში ასე გვამცნობს: "ყურანის ყველა აიე ერთდროულად რატომ არ გარდმოვლინდაო" (მათ საპასუხოდ თქვი:) "იმიტომ, რომ გამოცხადების წყაროსთან დაკავშირებული შენი გული შეუწყვეტლივ განგვემტკიცა"("ფურვანი", 32-ე). მართლაც. "ელლეკ" და "მუდდასსირ"-ის სურების გარდმოვლენის შემდგომი სურები სწრაფად არ წარმოგზავნილან, რადგან ამისი საზოგადოებრივი საჭიროება არ იგრძნობოდა. ასე რომ, ყურანის აბზაცების გარდმოვლენა მჭიდროდ უკავშირდებოდა ისტორიულ დროსა და სივრცეს.
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (14-ნაწილი) (26.09.2017)
ისლამის ისტორია (13-ნაწილი) (15.09.2017)
ისლამის ისტორია (12-ნაწილი) (06.09.2017)
ისლამის ისტორია (11-ნაწილი) (16.08.2017)
ისლამის ისტორია (10-ნაწილი) (10.08.2017)
ისლამის ისტორია (9-ნაწილი) (02.08.2017)
ისლამის ისტორია (8-ნაწილი) (25.07.2017)
ისლამის ისტორია (7-ნაწილი) (19.07.2017)
ისლამის ისტორია (6-ნაწილი) (11.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (10-ნაწილი) (04.07.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]