20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (14-ნაწილი)
Çərşənbə axşamı, 26.09.2017, 09:53am (GMT+4)


 
მარტოებულობიდან  ფარულ მოწოდებებამდე

 
შემოქმედი ღმერთი ნებისმიერ თავის გაჩენილს გარკვეული მიზნით ქმნის და ყველა იმ უნარით მოსავს, რომელმაც ამ ქმნილებას ფუძე-მიზეზის განსახოვანება და სახიერება უნდა შესძინოს. ბუნების ყოველი მოვლენის და გაჩენა-განვითარების პროცესი ნათქვამის ნათელი დასტურია. ყურანი აღნიშნული კანონზომიერების შესახებ ასე გვამცნობს: "ღმერთმა ყოველ შექმნილს აღორძინების მიზანსწრაფვაც უბოძა". ადამიანის განვითარებისთვის შემდეგი ღვთიური ნიჭუნარებია ბოძებული: გრძნობა, გამოცდილება, ზეციური წერილები და გამოცდილებანი. გარდა ამისა, ღვთით ბოძებულ ნიჭთა შორის არის კიდევ ერთი უმთავრესი ნიჭი, რომელსაც "თაშრინი" ანუ მიზნობრივი დაკვალიანება (მოწოდება) ჰქვია. ღვთაებრივი მიზნებისაკენ წინამძღოლობა ღვთისრჩეულთა მეშვეობით ხდება. წინასწარმეტყველთა სულიერი ძალისხმევა ღვთიურ მოწოდებებს უშუალოდ უფლისაგან (სამყაროს შემოქმედისაგან) იღებს. ჩვეულებრივი ადამიანური გონისათვის ეს უნარი მიუწვდომელია და ფარული. ამ მოწოდებას `გამოცხადება~ (ვაჰიე) ჰქვია. `ვაჰიეს~ მიღების ღვთიური მიზანი ხალხამდე მისი დაყვანა და ჭეშმარიტების გზაზე საზოგადოების წარმართვის აუცილებლობაა. საწუთროს ქმნადობის საწყისთან ერთგვარ კავშირში მყოფი ადამიანები (წინასწარმეტყველები) გამორჩეულობითა და განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდებიან. წინასწარმეტყველები მოაზროვნეთაგან და სხვა ბუნებრივი ნიჭის მქონე ადამიანთაგან ბევრად განსხვავდებიან. რადგან წინასწარმეტყველის ნათქვამი ზეციური მოწოდების შთაგონების და გამოცხადების გამოვლინებაა, ამდენად, ასეთი ნათქვამი მხოლოდ ჭეშმარიტის მაუწყებელია და ცდომა გამორიცხულია. რაც შეეხება მოაზროვნეთ და მეცნიერთ, ისინი ადამიანური გონიერების საფუძველზე იკვლევენ და გამოთქვამენ დასკვნებს. ამგვარ დასკვნებს კი აბსოლუტური ჭეშმარიტების პრეტენზია, ცხადია, ვერ ექნება.
 
განმარტოება ჰირას მთაზე
 
ჰირას მთა მექის ჩრდილოეთით მდებარეობს. ამ მთაზე არის ბუნებრივი გამოქვაბული, რომელში შესვლას ადამიანი გამართული ტანით ახერხებს. გამოქვაბულის ერთ ნაწილს მზის სხივი ეცემა და ნათელია, ხოლო დანარჩენი კუთხეები მუდამ ჩაბნელებულია. წმინდა მოციქული ყოველი წლის რეჯებისა და რამაზანის თვეებში ტოვებდა თავის სახლს და ჰირას გამოქვაბულისკენ მიეშურებოდა, რომ იქ ღმერთისათვის მხურვალე ლოცვები ეძღვნა. ასეთი საქციელით მუჰამედი მომავალი დიდი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად სრულყოფდა საკუთარ სულს. ერთხელაც, უკვე ორმოც წელს მიღწეულ მუჰამედს, რომელიც გულმხურვალე ლოცვის გზნებაში იყო ჩაფლული, ანგელოზი გამოეცხადა. ანგელოზს ხელთ წარწერებიანი დაფა ეკავა და მუჰამედს კითხვისათვის აიძულებდა `წაიკითხე~. მუჰამედმა უპასუხა: `მე კითხვა არ ვიცი~. ანგელოზმა დაჟინებით მოუწოდა წაკითხვა. მუჰამედმა ისევ გაიმეორა: `ვერ წავიკითხავ~. ანგელოზმა მესამეჯერ რომ მოუწოდა, მოულოდნელად მუჰამედისთვის ხელისშემშლელი ყველა დაბრკოლება გაქრა და დაფის წარწერების წასაკითხად თავისთავში ძალა იგრძნო. მან წაიკითხა: "წაიკითხე, სახელითა უფლისა და სამყაროს შემოქმედისა~. მან ადამიანი შედედებული სისხლისგან შექმნა. წაიკითხე, რომ ღმერთი შენი ძვირფასია, რომ მან (ღმერთმა) წიგნით განანათლა და ცოდნა შეასწავლა კაცობრიობას". მოციქულის გული გამოცხადების ნათლით აღიგზნო. ანგელოზის ნათქვამები სულის ფურცლებზე ღრმად ჩაიბეჭდა. ანგელოზმა მიმართა: `შენ ღმერთის მოცუიქული, მე კი ჯაბრაილი ვარ~. მოციქული განცდილით გაოგნებული და უღონოდქმნილიყო. მან როგორც იქნა მოაღწია სახლში და მეუღლეს ხადიჯეს უამბო თავგადასავალი, შემდეგ სთხოვა: `დამაფარე, რომ დავიძინო~. ხადიჯემ მუჰამედის ნათქვამი თავის ახლო ნათესავს, ძველი და ახალი აღთქმების შესახებ მეტნაკლები ცოდნა რომ გააჩნდა, ვარკად იბნ ნოუფალს მოუთხრო. ნოუფალმა უთხრა: `მუჰამედი არ იცრუებს, ეს თავგადასავალი მისი მომავალი წინასწარმეტყველობის დასაწყისია. მოსესთან გამოცხადებული ანგელოზი მუჰამედსაც გამოეცხადა~. ხშირი კამათის საფუძველი ხდება ის, თუ ანგელოზის გამოცხადებამდე რატომ იყო მუჰამედი წერა-კითხვის უვიცი. საქმე იმაში გახლავთ, რომ განმარტოებულობისას მოციქული წერა-კითხვის მცოდნეც რომ ყოფილიყო. მუჰამედის მოწინააღმდეგენი მის ღაღადს ადამიანური გონის შეკოწიწებად მიიჩნევდნენ და იტყოდნენ: "რასაც იგი ყურანს  უწოდებს, თავისი გონებისა და გრძნობის ნაყოფია მხოლოდ. წინა წინასწარმეტყველთა წიგნებიდან ამოკრიფა და მოგვაწოდა". სწორედ ამიტომ უფალმა მუჰამედი ცოდნის ძიების მიწიერ საშუალებებს განარიდა. ყურანის ერთი აიე გვამცნობს: "შენ აქამომდე არცერთი წიგნი არ წაგიკითხავს, არაფერი დაგიწერია, ასე რომ არა ურწმუნონი შენს წინასწარმეტყველებაში ეჭვს შეიტანდნენ" (ანქობუთი, 48-ე აიე). ყურანი ასე გვამცნობს: "ჩვენ მისთვის ლექსი არ გვისწავლებია და მოლექსეობა მისთვის შეუფერებელია" (იასინ, 69-ე აიე). გამოცხადების გარდმოსვლა მუჰამედის ფიზიკურ მდგომარეობაში უჩვეულო ცვლილებებს  იწვევდა და სატანჯველში ამყოფებდა. ყურანი რამაზანის თვეს გამოცხადების თვედ მიიჩნევს: `ჩვენ ის (გამოცხადება) ყადრის ღამეს გარდმოვავლინეთ~ (როგორც ვიცით, ყადრის ღამე რამაზანის თვეშია). სხვა აიეში ნათქვამია: "რამაზანი ის თვეა, რომელშიც ყურანი იქნა წარმოგზავნილი". თუმცა ყურანის აიების ნაწილის რეჯების თვეში გარდმოვლენაც, ყურანის ზემოთ ნაჩვენებ ცნობას, სულაც არ ეწინააღმდეგება.
 
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (13-ნაწილი) (15.09.2017)
ისლამის ისტორია (12-ნაწილი) (06.09.2017)
ისლამის ისტორია (11-ნაწილი) (16.08.2017)
ისლამის ისტორია (10-ნაწილი) (10.08.2017)
ისლამის ისტორია (9-ნაწილი) (02.08.2017)
ისლამის ისტორია (8-ნაწილი) (25.07.2017)
ისლამის ისტორია (7-ნაწილი) (19.07.2017)
ისლამის ისტორია (6-ნაწილი) (11.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (10-ნაწილი) (04.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (9-ნაწილი) (22.06.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]