20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (13-ნაწილი)
Cümə günü, 15.09.2017, 10:07am (GMT+4)


 
წინასწარმტეყველის შვილობილი
 
ზეიდ იბ ჰასიმი წინასწარმტეყველის შვილობილია. არაბმა ყაჩაღებმა ის სირიის საზღვრებთან მოიხელთეს და მექის ბაზარში მონად გაყიდეს. ბოლოს ის ხადიჯეს ქონებას შეადგენდა და ხადიჯემ ის წინასწარმტეყველს უსაჩუქრა. წინასწარმტეყველი მას შვილივით ეპყრობოდა. შვილის ადგილსამყოფელის შესახებ შემტყობარმა მამამ მოაკითხა. წინასწარმტეყველმა ზეიდს არჩევანის გაკეთებაში სრული თავისუფლება მისცა, მაგრამ ზეიდმა წინასწარმტეყველთან დარჩენა ამჯობინა. შემდგომ არაბთა ჯარის ერთ-ერთი მხედარმთავარი გახდა და `მუთის~ ბრძოლაში გმირულად დაეცა.
 
 წმინდა შავი ქვის დასვენება
 
გარეშემო მთებიდან ატეხილმა ზვავმა დიდად დააზიანა ქალაქი მექა. ქააბას კედლებიც გაიბზარა და ზოგან მოირღვა კიდევაც. ყურეიშთა ტომმა ქააბას აღდგენა გადაწყვიტა, მაგრამ ხელახალი აღდგენისთვის მის დაშლას ვერ ბედავდნენ, რადგან ქააბას მოსასრველად ჯარით მომდგარი აბისინიელი აბრაჰას თავსდატეხილი უბედურების გამეორების ეშინოდათ. ბოლოს როგორც იქნა ვალიდ იბნ მუღეირამ გამოიჩინა გაბედულება და რამდენიმე თანმხლებთან ერთად დაშალა ქააბას გაბზარული კედლები. ფიცრის მასალად იმ დროისათვის ეგვიპტიდან მომავალი ქარიშხალით დაზიანებული და ნაპირს გამორიყული გემის ფიცრები შეისყიდეს. დაიწყო ქააბას კედლების აღდგენა. ადამიანის სიმაღლეზე რომ ამოშენდა, ტომის უხუცესთა შორის წმინდა შავი ქვის წინანდელ ადგილზე დასვენების საკითხით გამოწვეულმა დავამ იჩინა თავი. ყოველ უხუცესს სურდა წმინდა ქვა მისი ხელით ყოფილიყო ატანილი კუთვნილ ადგილას. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ სისხლიანი შეტაკების მოსალოდნელობა დადგა. ასეთი გადაუწყვეტლობის გამო ყველა შეწუხებული იყო, რომ მახზუმის გვარიდან ერთმა ხნიერმა პირმა ყურეიშთა უხუცესები ერთად შეკრიბა და უთხრა: `მოდით, ასე მოიქეცით, ბაბუს-სელამიდან ვინც ეხლა შემოდგამს ფეხს, ყველა მას მიენდოს და დავის გადაწყვეტაში მის აზრს დაეყრდნოს~. ყველა დათანხმდა. ამ დროს მუჰამედი გამოჩნდა. მისი აზრი ყველასათვის მისაღები გახდა. მუჰამედმა ბრძანა წმინდა ქვა ქსოვილის ნაჭერზე დაედგათ. ამის შემდეგ ტომის ოთხ უხუცესს მიმართა, ყოველ მათგანს ნაჭრის კუთხეებში ჩაევლოთ ხელი და წმინდა ქვა ქააბას კედელთან მიეტანათ. უხუცესებმა ამგვარად ქვა კედლის ძირამდე რომ მიიტანეს, მუჰამედმა კურთხეული ხელით ასწია წმინდა ქვა და თავის უწინდელ ადგილას დაასვენა. ყურეიშები უგუნურ სისხლისღვრას გადაურჩნენ.
 
წინასწარმტეყველმა  ალი იბნ აბუთალიბი შეიფარა
 
ერთ-ერთ მოუსავლიან წელს წმინდა მოციქულის ბიძის აბუთალიბის ოჯახს ეკონომიკურად ძლიერ გაუჭირდა. ოჯახის დახმარების მიზნით მუჰამედი მოელაპარაკა თავის მეორე ბიძას აბასს და ერთად ასე გადაწყვიტეს, რომ აბუთალიბის შვილებიდან ერთი მუჰამედს წაიყვანს თავის სახლში, მეორე – აბასს, მესამე კი ჰამზას. ამგვარად, მუჰამედმა ალი შეიფარა, აბასმა - თალიბი და ჰამზამ- ჯაფარი. ცნობილი მემატიანე აბულ-ფარაჯი ისფაჰანი წერს: მაშინ მუჰამედს უთქვამს: მე ის ავირჩიე და შევიფარე, ღმერთმა რომ გამოარჩია საჩემოდ~. აქ, მიზანი, გარდა იმისა, რომ ოჯახის დახმარება იყო, წინასწარმტეყველს სურდა ალი მისეული აღზრდილობით განემსჭვალა. წმინდა ალის უთქვამს: "თქვენ უწყით მოციქულთან ჩემი სიახლოვე. მასთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებაც იცით. მან თავის კალთაში აღმზარდა, თავის საძინებელში მომიწყო საძინებელი. მე მისი სურნელება ვიყნოსე და მისი ზნეობა ავითვისე" ("ნეჰჯულ-ბელაღე", 190-ე ხუთზე).
 
ჭინასწარმტეყველის  (ბესათამდელი) რწმენა
 
წინასწარმტეყველი თავისი გაჩენიდან მოყოლებული ღმერთის გარდა სხვას არაფერს ეთაყვანა და სხვა არაფერი იწამა. მისი მეურვეები პაპა აბდულმუთთალიბი და ბიძა აბუთალიბიც ასევე ღვთის მოყვარულნი და ერთღმერთიანობის მიმდევრები იყვნენ. სპილოთა ჯარის შემოსევისას აბდულმუთთალიბმა ქააბას კედლებთან მუხლი მოიყარა და ასე შეევედრა: "ღმერთო, მხოლოდ შენ მოგენდობი"! გვალვიანობისა და მოუსავლიანობის პერიოდში აბუთალიბს თავისი ძმისწულიც მოჰყავდა ქააბაში და ორივენი ღმერთს წვიმას ევედრებოდნენ. ისტორიის წიგნებში აბუთალიბის რამდენიმე წყობილსიტყვაობაა (ლექსი) შემორჩენილი ღმერთისადმი ვედრების შინაარსით. ბუსრელ მღვდელთან საუბარში მუჰამედმა ნათლად გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება არაბთა მთავარი კერპების მიმართ: ბუსრელი მღვდელი: "გაფიცებ ლათსა და უზზას, ჩემს კითხვებს წრფელი პასუხი გაეცი". მუჰამედი: "ლათს და უზზას ნუ მაფიცებ, მათი თაყვანი დიდ უგუნურებად მიმაჩნია". მღვდელი:"გაფიცებ ღმერთს, ამ საკითხებში გამარკვიე". მუჰამედი:"მკითხე, რაც გნებავს". ამ მოკლე კითხვა-პასუხებიდან აშკარავდება, რომ მოციქული და მისი პაპა-ბიძები ღმერთის ანუ ერთღმერთიანობის აღსარებას ემხრობოდნენ". წინასწარმეტყველი წელიწადის რამდენიმე თვეს ჰირას გამოქვაბულში განმარტოვდებოდა ხოლმე სალოცავად. ალი იბნ აბუთალიბი გვეუბნება: "წინასწარმეტყველი ყოველ წელს ჰირაში ატარებდა. მისი ხილვა მე შემეძლო, ჩემს გარდა მისი ხილვა არავის შეეძლო" ("ნეჰჯულბელაღე"). წინასწარმტეყველობის შემდეგ იგი ეწვეოდა ხოლმე ჰირას. ალი გვამცნობს: "დედის მკერდს მოწყდა თუ არა ღმერთმა წინასწარმეტყველს ერთი ანგელოზი მიუჩინა აღსაზრდელად. ეს ანგელოზი მას ზნეს და კეთილშობილებას ასწავლიდა" ("ნეჰჯულ-ბელაღე")
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (12-ნაწილი) (06.09.2017)
ისლამის ისტორია (11-ნაწილი) (16.08.2017)
ისლამის ისტორია (10-ნაწილი) (10.08.2017)
ისლამის ისტორია (9-ნაწილი) (02.08.2017)
ისლამის ისტორია (8-ნაწილი) (25.07.2017)
ისლამის ისტორია (7-ნაწილი) (19.07.2017)
ისლამის ისტორია (6-ნაწილი) (11.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (10-ნაწილი) (04.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (9-ნაწილი) (22.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (8-ნაწილი) (20.06.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]