22/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (12-ნაწილი)
Çərşənbə günü, 06.09.2017, 10:02am (GMT+4)

თავი IV 
 
წინასწარმეტყველის სიყმაწვილის დროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები გულმართალთა აღთქმა 
 
მექაში სამართალდაცვის არანაირი სტრუქტურა არ მოქმედებდა. აქ სამართალს ძალადობა და გავლენიანობა მართავდა. უმართავობის ასეთ გაგანიაში ერთმა პროვინციელმა არაბმა ქალაქში სავაჭროდ მცირეოდენი საქონელი შემოიტანა. ას იბნ ვაილმა ამ პირისაგანსაქონელი სრულად შეიძინა, მაგრამ ფული არ გადაუხადა. უცხო ვაჭარმა ყურეიშებს დასახმარებლად მიმართა, მაგრამ შემწეობა ვერავისგან მიიღო. უცხო ვაჭარი მივიდა ქააბასთან ახლოს და ხმამაღლა ლექსის თქმას მოჰყვა. ამ ლექსში გაჟღერებულმა ერთმა სახელმა, რომელიც წინასწარმეტყველის წინაპართაგანი იყო, ხალხის ყურადღება მიიპყრო. მეორე დღეს რამდენიმე სამართლიანი და გულმამაცი შეიკრიბა ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცის აბდულაჰ იბნ ჯედანის სახლში და აღთქმა დადო, რომ ამიერიდან მექაში უღვთოდ და უსამართლოდ არავის დააჩაგვრინებდნენ. წინასწარმეტყველი აღმთქმელთაგან ერთერთი იყო. იგი ამ მოვლენაში მონაწილეობის გამო თავისი წინასწარმეტყველობის პერიოდშიც სიამაყით ხშირად იტყოდა ხოლმე: `მე აბდულაჰ იბნ ჯედანის სახლში ისეთ აღთქმაში მივიღე მონაწილეობა, რომ მისი (აღთქმის) დღესაც ერთგული ვრჩები. თუკი ასეთი რამისთვის დღესაც მომიწოდებენ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები~. აღნიშნულ აღთქმაში მონაწილეობისას წინასწარმეტყველი 20 წლის ჭაბუკი ყოფილა. 
 
წინასწარმეტყველის გამგზავრება შამში 
 
აბუთალიბს სურდა, თავისი ძმისშვილი რაღაცა ხელობით დაესაქმებინა. ხუვაილის დის ასული ხადიჯე ღირსეულ კომერციას ეწეოდა და ამ საქმეში ხალხსაც ქირაობდა ხოლმე. აბუთალიბმა მუჰამედის დასაქმების თაობაზე ხადიჯეს მიმართა თხოვნით, რომ მის სავაჭრო ქარავანს წინამძღოლად მუჰამედი დაენიშნა. ხადიჯეს სმენოდა მუჰამედის წესიერებისა და კეთილგონივრულობის შესახებ, ამიტომ შემოუთვალა, `ჩემს მსახურ მეისარასთან ერთად სირიაში გაემგზავრეო~. ზილიჰაჯჯას თექვსმეტ რიცხვს (სპილოს მოვლენიდან 25 წლის შემდეგ) მუჰამედი ხადიჯეს სავაჭრო საქმეთა გამგებელივით ყურეიშთა საქარავნო ჯგუფთან ერთად მექადან სირიის მიმართულებით გავიდა. დასრულდა სავაჭრო მგზავრობა. ხადიჯეს საკმაო მოგება ერგო. მეისარამ კი ამ საქმეში მუჰამედის დიდ მოხერხებულობაზე უამბო ხადიჯეს. ისიც დააყოლა, რომ ბუხარაში ერთმა ქრისტიანმა მღვდელმა მუჰამედის დანახვისთანავე მასში მომავალი წინასწარმეტყველი ამოიცნო. ხადიჯემ მუჰამედს მასზე დაქორწინება შესთავაზა. 
 
მუჰამედისა და ხადიჯეს ქორწინება 
 
ღვთაებრივ გონიერებასა და ზებუნებრივ სულიერებასთან ერთად წინასწარმეტყველები მიწიერ ვნებათა მატარებელნიც არიან და ჩვეულებრივი ადამიანებისაგან, ამ თვალსაზრისით, არაფრით განსხვავდებიან. ზნეობრივად სრულყოფილი ოჯახის შექმნა ყოველი წინასწარმეტყველისთვის სულიერი სიწმინდის მაჩვენებელი აუცილებელი ფაქტორია. ამიტომ ხადიჯეს შეთავაზებაზე - "ჩვენი ნათესაობის, შენი ალალმართლობის, მამაცობისა და ბრძენკეთილობის გათვალისწინებით გთავაზობ ჩვენს დაქორწინებას"- მუჰამედმა დადებითად უპასუხა, თუმცა თავის ბიძებთან საკითხის განხილვა აუცილებლად მიიჩნია. აბუთალიბმა მოიწონა ეს გადაწყვეტილება და ქორწინების უმთავრესი პასუხისმგებლობა თავად იკისრა; მან ასე წარადგინა ქალის მხარეს მუჰამედი: `ჩემი ძმისწული მუჰამედი ყურეიშთა შორის კეთილგონივრულობით ყველაზე აღმატებულია. მართალია, ქონება არ გააჩნია, მაგრამ ქონება წარმავალ,ია, კეთილშობილება კი მარადიული~.  
ხადიჯეს ბიძამ აბუთალიბის ნათქვამი ასე დადასტურა: `ყურეიშთა შორის არავინ უარყოფს მის აღმატებულებას. ჩვენ სრულიად წრფელად გვსურს, ვეზიაროთ თქვენ ღირსეულობას~. ამის შემდეგ შეუღლების ტექსტი იქნა წაკითხული და მზითვად ოთხასი დინარი ანუ ოცი აქლემი დადგინდა.  ორმოცი წლის ხადიჯე წინასწარმეტყველის მეუღლე გახდა. იბრაჰიმის გარდა ყველა დანარჩენი შვილი წინასწარმეტყველს ხადიჯესგან შეეძინა. წინასწარმეტყველთან მეუღლეობის ჭაპანი 25 წლის განმავლობაში სწია და 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ხადიჯემ წინასწარმეტყველს ორი ვაჟი და ოთხი ასული უშობა: 1. კასიმი- მოციქულის პირველი შვილი (ვაჟი); 2. აბდულლაჰი - ჩვილობისას გარდაცვლილი (ვაჟი); ასულები: 1. ზეინაბი - კასიმის მომდევნო; 2. რუკია -ზეინაბის მომდევნო; 3. უმმუ გიულსუმი - გარდაიცვალა ჰიჯრეთის მე-9 წელს; 4. ფატიმა - წინასწარმეტყველის ბოლო ასული.
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (11-ნაწილი) (16.08.2017)
ისლამის ისტორია (10-ნაწილი) (10.08.2017)
ისლამის ისტორია (9-ნაწილი) (02.08.2017)
ისლამის ისტორია (8-ნაწილი) (25.07.2017)
ისლამის ისტორია (7-ნაწილი) (19.07.2017)
ისლამის ისტორია (6-ნაწილი) (11.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (10-ნაწილი) (04.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (9-ნაწილი) (22.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (8-ნაწილი) (20.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (7-ნაწილი) (16.06.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]