22/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (11-ნაწილი)
Çərşənbə günü, 16.08.2017, 10:51am (GMT+4)

წინასწარმეტყველის დაბადების თარიღი 
 
 იგი ამმულ-ფილის (სპილოს) წელს (ქრისტიანული წელთაღრიცხვით 570) დაიბადა. მეჰადისეთა და ისტორიკოსთა უმრავლესობა მისი დაბადების თვედ რაბბიულ-ავვალს მიიჩნევენ (აპრილ-მაისი), ხოლო რიცხვად ზოგიერთი 17, ზოგიერთი კი 12 თვლიან. თუმცა მისი ოჯახი და შვილები პირველ ვარიანტს ასახელებენ.  Dდაბადებიდან  მეშვიდე დღეს პაპამ – აბდულმუტალიბმა, რამდენიმე კაცი იწვია და ჩვილს მუჰამადი დაარქვა. როცა ჰკითხეს მაინცდამაინც ამ სახელს რატომ არქმევო (ეს სახელი არაბებში იშვიათად ერქვა ვინმეს), მან თქვა: “მსურს ქვეყნად მოწონებული პიროვნება იყოსო”. რა თქმა უნდა, წმინდა მოციქულს სხვა წინასწარმეტყველთა დარად - აჰმადი, თაჰა, იასინი და სხვა სახელებიც აქვს.   იგი გარკვეული ხანი დედის რძით იკვებებოდა. შემდეგ კი საჭიროდ სცნეს, რომ გაეძიძავებინათ, რათა უდაბნოს ჰავას მიჩვეოდა და სხვადასხვა სახის ავადმყოფობებისათვის გაერიდებინათ, რომლებიც მაშინ მექაში ხშირი იყო. Eეს პატივი ჰალიმა სადიიას ერგო, ბანი-სადის ტომიდან. მან იგი ხუთი წლის განმავლობაში თავისთან ამყოფა. შიგადაშიგ მექაშიც მოჰყავდა, რათა პაპას და დედამისს ენახათ.   ჰალიმამ ბავშვს გამორჩეულობა იმთავითვე შეატყო და მასთან გატარებული ხუთი წლის განმავლობაში მომხდარე უცნაური ამბების შესახებ შემდეგს ჰყვება: “ერთხელ უბდულმუტალიბის ბავშვმა მოიწადინა ჩემებთან ერთად უდაბნოში გაეთენებინა ღამე. რამე რომ არ შემთხვევოდა, ჩვენს ტომში რომ სჩვევიათ ხოლმე, მას ავგაროზი ჩამოვუკიდე ყელზე. ან მკითხა თუ ის რა იყო. მე კი ვუპასუხე რომ ავგაროზი მას დაიცავდა. ამის გამგონემ მყისვე მოიძრო და ანერვიულებულმა ხმამაღლა მითხრა: “დედიკო მოიცა! მე სხვა დამცველი და მფარველი მყავს. ის ჩემთანაა და ყოველთვის დამიცავსო”. 
 
 მუჰამედი მექაში ბრუნდება 
 
ძიძამ ოთხი წლის შემდეგ მუჰამედი ჩამოიყვანა მექაში და აბულმუთთალიბს და დედას, ამინეს ჩააბარა. ბავშვი ექვსი წლის რომ გახდა, ამინემ აბულმუთთალიბს ნებართვა სთხოვა, ბავშთან ერთად მეუღლის და მუჰამედის მამის აბდულლაჰის საფლავის საზიაროდ გამგზავრებულიყვნენ იასრიბში. იასრიბში ერთ თვეს დარჩნენ, საფლავი მოინახულეს და უკან გამობრუნდნენ აბვად წოდებულ დასახლებაში. მუჰამედის დედა ამინე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა და იქვე იქნა დასაფლავებული. დედის სიკვდილმა დიდად შესძრა ბავშვის სული, მაგრამ პაპის _ აბულმუთთალიბის საოცრად თბილმა მზრუნველობამ მუჰამედს მშობლების დაკარგვის სიმძიმე გადაატანინა. შვილი აბდულლაჰისაგან აბულმუთთალიბს ამ ბავშვის მეტი არაფერი და არავინ შერჩენოდა: ყურანი ამ ვითარების შესახებ ასე გვამცნობს: "განა, უფალმა არ შეგიფარა, ობლად რომ გიხილა" ("ზუჰა", მე-6 არე). რვა წლის იყო მუჰამედი მისი პატრონი – პაპაც რომ გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე აბულმუთთალიბმა ყრმა თავის შვილს, მუჰამედის ბიძას აბუთალიბს მიაბარა. აბუთალიბი აბულმუთთალიბის შემდეგ ბენ-ჰაშიმის გვარში უხუცესად მიიჩნეოდა. იგი ქველმოქმედებით და მამაცობით იყო ცნობილი. 
 
ვაჭართა გამგზავრება სირიაში 
 
ყურეიშის ტომის ვაჭრები ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ სირიაში უნდა გამგზავრებულიყვნენ. აბუთალიბიც მათ შორის მგზავრობდა, მაგრამ, რადგანაც მუჰამედის მზრუნველობა ეკისრა, მექაში ვერავის ენდო და თან გაიყოლია 12 წლის ყმაწვილი. მოქარავნეებმა ბუსრაში რომ დაიბანაკეს შესასვენებლად, იქ ისეთი რამ მოხდა, რამაც სირიაში მიმავალ აბუთალიბს გეზი შეაცვლევინა და დაუყოვნებლივ უკან მექაში გამობრუნდა.  საქმე იმაში იყო, რომ ყურეიშელი ვაჭრები ერთმა ბურსელმა კაცმა სახელად ბიეჰეირამ თავის ქარვასლაში მიიპატიჟა და გაუმასპინძლდა. შემდეგ ყურეიშელებს მუჰამედზე ანიშნა და ჰკითხა: `... ეს ბავშვი ვისიაო?~ უთხრეს `აბუთალიბის ძმისშვილიო~. ბუჰეირამ აბუთალიბს მიმართა და მიუგო: `ამ ბავშვ ბრწყინვალე მომავალი აქვს. თოვრათსა და ინჯილის (ძველი და ახალი აღთქმების) მიერ უწყებული წინასწარმეტყველი ეს არის. რელიგიურ წიგნებში იესოს შემდგომ მოსალოდნელი წინასწარმეტყველის ყველა ნიშანს ამ ბავშვში ვჭვრეტ. ის მარადიული რწმენის უნარით არის დაჯილდოებული. ბოროტი მზერისაგან უნდა დაიფარო, რომ არც ფიზიკურად და არც სულიერად არაფერი ავნონ. უკეთესი იქნება, თუ აქედანვე გაბრუნდებით უკან~... აბუთალიბი ბავშვთან ერთად დაუყოვნებლივ გაბრუნდა მექაში. ამის შემდეგ ბიძას მუჰამედი თან არსაით წაუყვანია და ბავშვის მზრუნველობას უფრო გულდადებით მოჰკიდა ხელი. 
 
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (10-ნაწილი) (10.08.2017)
ისლამის ისტორია (9-ნაწილი) (02.08.2017)
ისლამის ისტორია (8-ნაწილი) (25.07.2017)
ისლამის ისტორია (7-ნაწილი) (19.07.2017)
ისლამის ისტორია (6-ნაწილი) (11.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (10-ნაწილი) (04.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (9-ნაწილი) (22.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (8-ნაწილი) (20.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (7-ნაწილი) (16.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (6-ნაწილი) (14.06.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]