22/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (10-ნაწილი)
Cümə axşamı, 10.08.2017, 10:15am (GMT+4)

თავი III 
 
წმინდა მოციქულის  დაბადება და სიყმაწვილის წლები 
 
ისტორია ცხადჰყოფს, რომ წინასწარმეტყველების შობას, წინ რაღაც ამოუხსნელი მოვლენები წარემძღვარებოდა ხოლმე. მაგალითად, წმინდა მოსეს შობისას ფარაონი ახალშობილ იუდეველბს აკვლევინებდა, რადგან ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ იუდეველისაგან მოიკვლებოდა. თუმცა ღვთის უზენაესი ნებით მოსე გადარჩა და იმავ ფარაონთან  გაიზარდა.  “ღმერთმა მოსეს დედას ჩააგონა, რათა ყრმა კალათაში  ჩაესვა და ატალღებული ნილოსისათვის გაეტანებინა: წყალი ჩვილიან კალათას ფარაონის სასახლესთან მიიტანს, სადაც ჩემი და მისი (მოსეს) მტერი მას უპატრონებს და გაზრდის. ჩვენ ბავშვს შემდეგ დაგიბრუნებთ შენ (სურა“ტა ჰა” 41-43).  წმ. მარიამის დაფეხმძიმებაც და წმ. იესოს შობაც არ იყო კანონზომიერი რამ, რადგან წმ. მარიამმა იგი მამაკცის მიუკარებლად იღო მუცლად და თვალთაგან შორს მოავლინა ქვეყანას. ღმერთმა მას უბრძანა გამხმარი ფინიკის ხე შეერხია, რა დროსაც ხე განედლდა, ნაყოფი დაიმწიფა. ხოლო წმ. მარიამმა მისით მოითქვა სული. მერე ებრძანა, რომ ჩვილი თავის ტომელებთან წაეყვანა. თანატომელებმა წმ. მარიამს ეს საქციელი არ მოუწონეს. ხოლო მან ჩვილზე მიანიშნა. ჩვილმა კი ენა ამოიდგა და თქვა: “ ჭეშმარიტად მე ვარ მონა ალაჰისა, მან მიბოძა წიგნი და დამადგინა წინასწარმეტყველად და მაქცია კურთხეულად, სადაც უნდა ვიყო, და მიანდერძა ლოცვა და მოწყალების გაღება, ვიდრე ცოცხალი ვარ” (სურა “მარიამი” 30-31).  Aამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისლამის წინასწარმეტყველის დაბადებისას მრავალგვარ საოცარ მოვლენას ჰქონდა ადგილი. Aასე მაგალითად როგორიც იყო - კასრას სასახლის აივნის ჩამომსხვრევა, სპარსეთში “წმინდა ცეცხლის” ჩაქრობა, მექაში კერპების დაცვენა; მისი სხეულიდან ზეცად ნათლის სვეტი აიჭრა და მან ეს სიტყვები წარმოთვა: “ალლაჰუ აქბარ, ალჰამდულილლაჰი ქასირან ვა სუბჰანნალლაჰი ვა ასილა”.   ასეთი მოვლენები გარდა იმისა, რომ ახალი წინასწარმეტყველების დაბადებას იუწყებოდა, ასევე ხალხის მჩაგვრელი, ტირანი მმართველებისთვისაც ერთგვარ ნიშანს წარმოადგენდა. ისინი  გაოცებით კითხულობდნენ “ნეტა რას მოასწავებს ის, რომ დედაბრის ქოხს არაფერი დაემართა, იმხელა კასრის სასახლეს კი აივანი ჩამოექცა? როგორ მოხდა რომ უშრეტი სპარსული ცეცხლი ჩაქრა? Aან მექაში რატომ ჩამოიქცა კერპები მაშინ, როცა სხვა ყველაფერი უვნებლად გადარჩა?    მათ კარგად რომ ეფიქრათ, მიხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი კერპთაყვანისმცემლობის დასასრულს მოასწავებდა ე.ი. მალე ბოროტი ძალები დაითრგუნებოდა.    სინამდვილეში სულაც არ არის საჭირო, რომ ეს მოვლენები თავჩენის დღესვე ქცეულიყო ჭკუის სასწავლებელ  გაკვეთილად. პირიქით, ერთხელ მომხდარმა წლების მერეც რომ გამოავლინოს თავისი შედეგის სრულიად საკმარისია. ისლამის მოციქულის დაბადებისას თავჩენილი მოვლენებიც ზუსტად ასეთ ხასიათს ატარებდა. რადგან მის მიზანს კერპთთაყვანისმცემლობით, ტირანიითა და უსამართლობით გაწამებული ხალხის გულებში, ღვთიური ნაპერწკლის ანთება წარმოადგენდა.  წინაწარმეტყველობის პერიოდში მათი უსამართლობისაგან, კერპთთაყვანისმცემლობისაგან გამომხმობის პიროვნებით ხალხი ბუნებრივია ინტერესდება და შესაბამისად, იწყებენ მისი წარსულის გამოძიებას. რა დროსაც ხედავენ იმას, რასაც მისი ქვეყნად მოვლინების ჟამს ჰქონდა ადგილი. რაც ამ პიროვნების ღვთიურ წარმოშობაზე მიუთითებს.    აბრაამის, მოსეს, იესოს და წმ. მუჰამადი დარი წინასწარმეტყველების დაბადებისას მომხდარი სასწაულები, მათ შემდეგდროინდელ სასწაულებს არაფრით ჩამოუვარდება.    ეს მოვლენები მათი ღვთისმიერობის და შესაბამისად, ხალხის წარმართვის ნიშნადაა გაცხადებული.  
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (9-ნაწილი) (02.08.2017)
ისლამის ისტორია (8-ნაწილი) (25.07.2017)
ისლამის ისტორია (7-ნაწილი) (19.07.2017)
ისლამის ისტორია (6-ნაწილი) (11.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (10-ნაწილი) (04.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (9-ნაწილი) (22.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (8-ნაწილი) (20.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (7-ნაწილი) (16.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (6-ნაწილი) (14.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (5-ნაწილი) (13.06.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]