22/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (9-ნაწილი)
Çərşənbə günü, 02.08.2017, 10:20am (GMT+4)

საბრძოლო სპილოების  განადგურება ფრთოსნების მიერ 
 
გათენებისთანავე აბრაჰას ჯარები ქააბასაკენ დაიძრნენ. სწორედ ამ დროს ზღვის მხრიდან ფრთოსანთა დიდი გუნდი გამოჩნდა, რომელთაც ნისკარტში და ბრჭყალებში კენჭები ეკავათ. ფრინველთა გუნდი ჯარს რომ გაუსწორდა, კენჭები დააყარა. ჯარების უმრავლესობა დაზიანდა, ერთი ქვა აბრაჰასაც მოხვდა თავში. მან თვალი გადაავლო ჯარს და მიხვდა, რომ მას და მის ჯარს ღვთის რისხვა მოევლინა. ბრძანა იემენში უკუქცევა, მაგრამ უკვე გვიანი იყო: გზადაგზა მეომრები ეცემოდნენ და კვდებოდნენ. იემენში ძლივსძლიობით მიღწეულმა აბრაჰამაც საშინელი სიკვდილითYგანუტევა სული.  ამ მოვლენამ ქააბას მტრების გულში შიში აღძრა, არაბულენოვან ტომებში კი ქააბას და ყურეიშის თემის ავტორიტეტი ბევრად აამაღლა. უფრო მეტიც, არაბთა ისტორიული მეხსიერების ათვლის მომენტადაც კი იქცა ეს მოვლენა.  ყურანში ამ მოვლენაზე ამგვარად არის მინიშნებული: "ნუთუ ვერ დაინახე შენმა უფალმა საბრძოლო სპილოებს რა უყო? მათ ბოროტი განზრახვა წყლის ნაყვად არ უქცია? ფრთოსნების მიერ დაყრილი ქვებით მათი სხეული დაფლეთილ ფოთოლს არ დაამსგავსა?"
 
წინასწარმეტყველის მამა 
 
წინასწარმეტყველის მამა აბდულლაჰი აბულმუთთალიბის ათი ვაჟიდან ერთი-ერთი იყო. აბდულლაჰი ღვთის მოშიში და სათნო პიროვნება გახლდათ. გაბედულებითა და სიმტკიცით დანარჩენი ძმებისაგან გამოირჩეოდა, რის გამოც მამის პატივისცემას ხშირად იმსახურებდა. ოცდაოთხი წლის ასააკში მამამ აბდულლაჰი ვაჰაბ იბნ აბდუმა ნაფის ასულზე, კეთილშობილ, სულით და ხორცით მშვენიერ ამინაზე დააქორწინა. ამ ოჯახში დაიბადა ის პიროვნება, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში განვითარების ახალი გზები დასახა, განვითარებისა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა ადამიანურობის, სულიერი სრულყოფილების, სინდისის და სათნოების აღმატებულობას. 
 
აბდულლაჰის იასრიბში გარდაცვალება 
 
ამინას ლოგინობის პერიოდი ახლოვდებოდა, რომ აბდულლაჰი მექადან სირიაში გაჰყვა ერთ სავაჭრო ქარავანს. ქარავანი რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა 

 
მექაში, მაგრამ აბდულლაჰი არ ჩამოჰყოლია. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გამობრუნებისას ქალაქ იასრიბში აბდულლაჰი შეუძლოდ გამხდარა და ნათესავების ბინაში დარჩენილა. აბულმუთთალიბმა დაუყოვნებლივ გაგზავნა უფროსი ვაჟი ჰარისი აბდულლაჰის ჩამოსაყვანად. იასრიბში ჩამოსულ ჰარისს ძმის გარდაცვალების ამბავი დაახვედრეს ნათესავებმა.  აბდულლაჰის ავლადიდებას რამდენიმე სული ცხვარი, ერთი აქლემი და მოახლე ქალი შეადგენდა. წინასწარმეტყველს ეს მოახლე ქალი უვლიდა. ისტორიაA გვიჩვენებს, რომ წინასწარმეტყველთა დაბადებასთან დაკავშირებული სასწაულები საგანგებო მოვლემებთან არის ყოველთვის დაკავშირებული.  მაგალითად, წმინდა მოსე იმ დროს გაჩნდა, როდესაც ფარაონმა მთელი ისრაელის ერის ჩვილთა ამოწყვეტის ბრძანება გასცა, რადგან სწორედ ისრაელთა მხრიდან მოკვლის საშიშროება უმისნეს ფარაონს ქურუმებმა. ფარაონის მოხელეებმა უამრავი ჩვილი ამოწყვიტეს. მხოლოდ ახლადდაბადებული მოსე (მუსა) გადარჩა ღვთის ნებით ამ საშინელებას და თავის მტერ ფარაონთან გაიზარდა. "ღმერთმა მუსას დედას შთააგონა, შვილი ზანდუკში ჩაედო და ნილოსის ტალღებისთვის მიენდო. ტალღები ჩვილს ფარაონის სასახლის გალავანთან გამორიყავდა. ჩემი და მისი (მუსას) მტერი ბავშვს აღზრდიდნენ. ჩვენ შენს შვილს ისევ დაგიბრუნებთ" ("თაჰა"-ს სურა. 41-43 აიე). მარიამ ღვთისმშობელის დაორსულება და წმინდა იესოს ქვეყნად მოვლინებაც უჩვეულო მოვლენებთან იყო დაკავშირებული. წმინდა მარიამი მამაკაცთან დაუქორწინებლად დაორსულდა. მან მიმყუდროებულ ალაგას გააჩინა ბავშვი. ღმერთმა უბრძანა, შეარხიე ხე და იქიდან ტკბილი ნაყოფი ჩამოცვივა. შემდგომ ჩვილი თავის ტომში მოიყვანეს. ბავშვის მოყვანისას უამრავი კითხვები დაუსვეს; მარიამმა ხალხს სთხოვა, კითხვები თავად ბავშვისთვის დაესვათ. ბავშვმა თქვა: ".. მე ძეკაცისა ვარ, მან (ღმერთმა) წერილი გადმომცა და მე 
25 
 
წინასწარმეტყველთაგანი ვარ. ჩემმა უფალმა მე ლოცვა (ნამაზი) და მოწყალების მიღება მიბრძანა" ("მარიამი", 1822 - აიე). ამიტომაც სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა წინასწარმეყველის დაბადება სასწაულებრივ მოვლენებთან კავშირში განიხილება. მაგ.: მუჰამედი რომ გაჩნდა ქვეყნად, ქესრას სასახლის თაღი ჩამოწვა, სპარსელთა სათაყვანებელი სახლის საცეცხლური ჩაქრა, მექას კერპები თახჩიდან ჩამოცვივდნენ. მისგან ზეცით ამაღლებულმა ნათელმა ცის თაღი მოიცვა. ანურუშირავანმა და მისმა ქურუმებმა შემაძრწუნებელი სიზმრები იხილეს. მუჰამედი დაიბადა თუ არა, წარმოთქვა: "... ალლა აქბარ, ელჰემდულლაჰ, ქესირან ვე სუბჰანელლაჰი, ბურქათან ვე ესილა". თვით ქვეყნის ძლიერთაც უკვირდათ უჩვეულო მოვლენები როგორიც იყო, ქესრას სასახლის თაღის ჩამოქცევა, ეს მაშინ, როცა თიხისგან აგებული დედაკაცის ქოხის კედელი არც გაბზარულა. საცეცხლურში ცეცხლის გაქრობა, როცა საამისო არავითარი მიზეზი არ გააჩნდა. ქააბას გარშემო კერპების პირქვე დაცემა, როცა დანარჩენი სხვა ყველაფერი არც გატოკებულა? ძლიერნი ამა ქვეყნისანი ჯეროვნათ რომ დაფიქრებულიყვნენ, მიხვდებოდნენ, რომ ეს იყო ხარება – ხარება წარმართობის ჟამის წარმავლობისა, ბოროტი ძალების მოსრვისა. აბრაამის, მოსეს, იესოს და მუჰამედის დაბადებისას თავჩენილი სასწაულებრივი მოვლენები მნიშვნელობით სულაც არ ჩამორჩებიან მათი წინასწარმეტყველობის პერიოდში მათ სახელთან დაკავშირებულ სასწაულებს. ეს მოვლენები, უფლის წყალობა იყო, ზეგარდმოვლენილი ჩაგრული კაცობრიობის მიზანმიმართული სვლისათვის სიკეთის გზაზე. წინასწარმეტყველის დაბადების თარიღი მუჰამედი ამმულ-ფილის (ქრისტეშობით 570წ.) წელს დაიბადა. მემატიანეთა უმრავლესობა რაბიოლ-ავვალის თვის 17-ში აღნიშნავენ მის დაბადებას. დაბადების 
26 
 
მეშვიდე დღეს პაპამ აბულმუთთალიბმა მოიწვია სტუმრები და ბავშვს სახელი დაარქვა: `მუჰამადი~. სტუმრები დაინტერესდნენ, რატომ ეს სახელიო. აბულმუთთალიბბმა მიუგო: "მინდა ქვეყანაზე ყველაზე ღირსეული ადამიანი დადგესო" (ასეთი სახელი მაშინ არაბებში იშვიათობა იყო). რა თქმა უნდა, ღვთის მოციქულს, სხვა წინასწარმეტყველებივით, გააჩნდა კიდევ სახელები: აჰმადი, თაჰა, იასინი და სხვა. მუჰამედი ერთხანს მშობელი დედის რძით იკვებებოდა. შემდეგ პაპამისმა იგი უდაბნოს მყუდროებაში გააძიძავა. ეს საპატიო პასუხისმგებლობა ერგო ბენი-სიდის ტომისაგან ჰალიმე სედიედ წოდებულ ერთ ქალს. ჰალიმე ხუთი წლის განმავლობაში ზრდიდა მუჰამედს. ხანდახან მექაში ჩამოჰყავდა აბულმუთთალიბთან და დედასთან რამდენიმე დღით და ისევ უკან მიჰყავდა უდაბნოში. ჰალიმე ბავშვთან დაკავშირებულ უცნაურობებზე ყვებოდა და ერთ-ერთი ასეთი შინაარსის იყო:"ერთხელ აბულმუთთალიბის ბავშვმა მოინდომა ჩემს შვილებთან ერთად უდაბნოში წასვლა და ღამით დაბრუნება. მე, თვალი არ ეცეს მეთქი, ყელზე თილისმა ჩამოვუკიდე. ბავშვმა მკითხა, ეს რა არისო, რომ არ გაგთვალონ მეთქი - ვუპასუხე. ბავშვი უცნაურად აღელდა და ბრაზმორევით ხმამაღლა მომახალა: "დედიჯან, მე სხვა მფარველი და დამცველი მყავს. ჩემთან ყოველთვის ერთი კაცია, რომელიც ყოველგვარ ცუდს მარიდებს". 
 
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (8-ნაწილი) (25.07.2017)
ისლამის ისტორია (7-ნაწილი) (19.07.2017)
ისლამის ისტორია (6-ნაწილი) (11.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (10-ნაწილი) (04.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (9-ნაწილი) (22.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (8-ნაწილი) (20.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (7-ნაწილი) (16.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (6-ნაწილი) (14.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (5-ნაწილი) (13.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (4-ნაწილი) (08.06.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]