22/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (8-ნაწილი)
Çərşənbə axşamı, 25.07.2017, 10:58am (GMT+4)

ამმულ-ფილი (სპილოს წელიწადი) 
 
მექაზე სპილოებით შემოსევის წელიწადს "ამმულფილ"-ს უწოდებენ. "ამმ" არაბულად წელიწადია. რაც შეეხება სპილოს (ფილ) აქ იგულისხმება იემენელთა მიერ ქააბის მოსასრავად გამოყვანილი სპილოები. ეს მოვლენა ასე წარიმართა: იემენის მმართველმა ზინუვარმა მოგზაურობიდან გამობრუნებულმა იასრიბზე გამოიარა. ამ ქალაქში ეპრაული თემებიც მოსახლეობდნენ. ებრაელმა მქდაგებლებმა უმალ იხელთეს ხელსაყრელი შემთხვევა და ზინუფასი იუდაიზმზე მოსაქცევად განაწყვეს. ზინუვასი მოექცა ებრაელთა რწმენაზე და თავად დაიწყო ამ რელიგიის ქადაგება, რა დროსაც მოქცევაზე მრავალი უარისმთქმელი გამოასალმა სიცოცხლეს. მაშინ ქალაქ ნეჯრანის მოსახლეობა უკლებლივ ქრისტიანები იყვნენ და ამიტომ ებრაელთა რწმენის მიღებაზე უარი განაცხადეს. ზინუფასმა ნეჯრანელთა დასასჯელი ჯარი გაგზავნა. ჯარის სარდალმა ქალაქიხ განაპირას დიდი ორმო ამოათხრევინა, შიგ ცეცხლი დაანთო და განაცხადა, ვინც იუდეველობას არ იწამებს, ამ ცეცხლში დაიწვებაო. ნეჯრანელებმა ქრისტიანობას არ უღალატეს და ცეცხლში დაწვა ირჩიეს. ამ საშინელების შესახებ გაიგო რომის იმპერატორმა. ერთი გადარჩენილი ნეჯრანელის მეშვეობით, რომელსაც დესი ერქვა. დესმა იმპერატორს ზინუვესის დასჯა შეევედრა. იმპერატორმა ბოდიში მოუხადა დესს და ასე უპასუხა: "იემენი ჩვენგან ძალიან შორსაა, მაგრამ მე მივწერ აბისინიის მეფეს და ის უსათუოდ დასჯის ზინუვესს". იმპერატორის წერილის მიღებისთანავე მეფემ შეყარა 70 ათასიან ი ჯარი და არიათის სარდლობით იემენში გაგზავნა. აბისინიის ჯარი ზღვის გადმოლახვით იემენის სანაპიროსთან დაბანაკდა. ზინევესმა ვერ მოიგერია აბისინიელთა მოულოდნელი დაცემა და დამარცხდა. იემენი აბისინიელების ხელში გადავიდა. არიათი იემენის გამგებელად დაინიშნა აბისინიის მეფის მიერ.  ამ წარმატებამ თავდრუ დაასხა არიათს და გარყვნილებას მიჰყო ხელი. მან ერთი ეკლესია ააგო და მეფეს მისწერა, რომ ამიერიდან არაბები ამ ეკლესიაში ილოცებენ და არა ქააბაშიო. მაგრამ არაბები ისევ ძველებურად ქააბას ეთაყვანებოდნენ და ამ ეკლესიისთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ. არაითის შემცვლელმა აბისინიელმა გამგებელმა აბრაჰამ ქააბას მოსრვა გადაწყვიტა. შეკრიბა დიდძალი ჯარი, ჯარს წინ საბრძოლო სპილოები წაუმძღვანა და მექასკენ გამოემართა. არაბული თემების მიერ შექმნილი დაბრკოლებები გზადაგზა ალაგმა. ბოლოს მოუახლოვდა მექას, ბანაკი დასცა და შეუდგა მოსახლეობის ძარცვას. მიიყვანა უამრავი ცხვარი და აქლემი. მათ შორის მექას გამგებლის აბულმუთთალიბის 200 აქლემიც. ამის შემდეგ თავის ერთ-ერთ მხედართმთავარი, სახელად ჰანათა, მექაში გაგზავნა, რომ ქალაქის გამგებლისათვის ეცნობებინა მისი მოთხოვნები. ჰანათა მექაში შევიდა. იგი აბულმუთთალიბთან მიიყვანეს. ჰანათამ ამცნო აბულმუთთალიბს, რომ აბრაჰას მიზანი ქააბას დანგრევაა, თუ მექელები ამ განზრახვაში მას ხელს არ შეუშლიან, მათ არაფერი ევნებათ ჯარისაგან. მაშინ აბულმუთთალიბმა ასე უპასუხა: `ქააბა ღვთის სახლია, ის იბრაჰიმის მიერაა აგებული. ღმერთი შეისმენს ამ ხალხის აზრს და აღასრულებს კიდეც~. ჰანათა კეთილად განეწყო აბულმუთთალიბის მიმართ და სთხოვა, წარუდგეს აბრაჰას. აბულმუთთალიბის ახოვანებით მოხიბლული აბრაჰა იგი თავის გვერდით დაისვა და ამგვარად გამოელაპარაკა. აბულმუთთალიბმა უთხრა: "თაჰამანის უამრავი და ჩემი ორასი აქლემი მეომრებმა მიისაკუთრეს. უბრძანე, რომ დამიბრუნონ". აბრაჰამ თხოვნაზე პირდაპირი პასუხის ნაცვლად ასე უთხრა: "შენი ახოვანებით მოხიბლული ვარ, ასეთი უმნიშვნელო რამის თხოვნით ჩემს თვალში დიდად დამცირდი, როცა მე ქააბას დასანგრევად ვარ მოსული, ნაცვლად იმისა, რომ ჩემი განზრახვისაგან ხელის აღება მთხოვო, შენ აქლემების დაბრუნება უფრო გაღელვებს". ყურეიშთა თავკაცმა ასე უპასუხა: `მე აქლემების პატრონი ვარ, ქააბას თავისი პატრონი ჰყავს და ის შენს ნებისმიერ განზრახვას ქააბას დასანგრევად შეეწინააღმდეგება~. აბულმუთთალიბის გაუტეხლობით ბრაზმორეულმა აბრაჰამ მკაცრი ხმით უყვირა: "... ვერანაირი ძალა ჩემს განზრახვაზე ხელს ვერ ამაღებინებს" - თქვა და ბრძანება გასცა, აქლემები აბულმუთთალიბისთვის დაებრუნებინათ. აბულმუთთალიბი მექას დაბრუნდა, ყურეიშის თავკაცები მოიწვია და თათბირი გამართა. გადაწყვიტა, რომ მოსახლეობა მთებში გახიზნულიყო და წვრილფეხა თუ მსხვილფეხა საქონელიც თან გაერეკათ. ასეც მოიქცა მოსახლეობა. აბულმუთთალიბიც გაიხიზნა, მაგრამ შუაღამით რამდენიმე ახლობელთან ერთად ქააბაში ჩამოვიდა და სულის გზნებით შეევედრა ღმერთს: "უფალო! შენს მეტი მფარველი არ გვყავს და მხოლოდ შენ გევედრებით. დაიცავი შენი სახლი და სავანე მექა. მას მტრის სათარეშო ადგილად ნუ გახდი, უფალო! უფალო! ქააბას დანგრევის მოსურნეთა ზრახვა-მცდელობა შენს დიდებულებაზე არ აზეიმო~. აბულმუთთალიბმა დაასრულა ღაღადი და ისევ მთებს მიაშურა. 
 
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (7-ნაწილი) (19.07.2017)
ისლამის ისტორია (6-ნაწილი) (11.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (10-ნაწილი) (04.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (9-ნაწილი) (22.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (8-ნაწილი) (20.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (7-ნაწილი) (16.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (6-ნაწილი) (14.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (5-ნაწილი) (13.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (4-ნაწილი) (08.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (3-ნაწილი) (05.06.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]