22/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (7-ნაწილი)
Çərşənbə günü, 19.07.2017, 10:19am (GMT+4)

თავი II 
 
ჭინასწარმეტყველის  წინაპრები და მშობლები 
 
ისლამის წინასწარმეტყველი აბრაამისა და ისმაილის შთამომავალია. ისტორიული წყაროებიც ამაზე მიუთითებენ. წინასწარმეტყველის ახლო წინაპართა სახელებია: აბდულაჰ (მამა), აბდულმეთთალიბი (პაპა), ჰაშიმი (პაპის მამა) და აბდუმანაფი (პაპის პაპა). შემდეგ თექვსმეტი თაობის ჩამოთვლით მიდის სახელგანთქმულ წინაპართან ადნან-თან მეისტორიენი ადნან-ამდე ჩამოთვლილ წინაპართა რიგობითობაში საერთო აზრს ემხრობიან, რაც შეეხება ადნან-იდან ისმაილამდე წინაპართა ჩამოთვლას, აქ აზრთა გახლეჩილობა სუფევს. გადმოცემის მიხედვით, მოციქულს უთქვამს: `ჩემი წინაპრების ჩამოთვლისას ადნანს იქით ნუ გადახვალთო~. 
 
აბდუმანაფი 
 აბდუმანაფი მოციქულის მესამე თაობის პაპაა, სახელი მისი მუღეირა, ფსევდონიმი კამაროლ-ბათჰა. თემში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. აბდუმანაფის ცხოვრებისეული მისია იყო სიწმინდე, ხალხთა კეთილურთიერთობისკენ მოწოდება და ნათესაური კავშირების გაუბზარავად განმტკიცება. მას ჰყავდა ძმა სახელად აბდუდდარ, რომელსაც ქააბის საქმეები სრულად ებარა. აბდუმინაფი ძმასთან ყოველთვის კეთილი განწყობით იყო. ძმების გარდაცვალების შემდეგ ქააბას საქმეები ძმათაშვილებს შორის კეთილათ განაწილდა: ქააბას გამგებლობა, მისი გასაღებების ტარება აბდუდდარის შვილებს, ხოლო მომლოცველობის დღეებში მომლოცველთა წყლით მომარაგება და მათი 

 
მომსახურება აბდუმანაფის შვილებს ერგოთ. ასე გრძელდებოდა ისლამის მოვლინებამდე. 
 
ჰაშიმი 
 
ჰაშიმი მოციქულის მეორე თაობის პაპაა. სახელი მისი ამრ, ფსევდონიმი `ალა~. ჰაშიმს სამი ძმა ჰყავდა. ერთერთთან აბდუშამისთან გაუთავებელ გაწევ-გამოწევაში იყო. ეს დაპირისპირებულობა მათმა შთამომავლებმაც იმემკვიდრევეს. ბანი-ჰაშიმის თემი ჰაშიმისაგან, ზოლო ბანი-უმეიას თემი აბდუშამისაგან მომდინარეობს, მათი გვარის შთამომავალთა ურთიერთმტრობა ყველასათვის ცნობილია. ჰაშიმი კეთილგონივრულობით და ბრძენკეთილობით ხასიათდებოდა. ის ზილჰიჯჯას თვის დასაწყისში ახალი მთვარე გამოჩნდებოდა თუ არა, მაშინვე გაეშურებოდა ქააბასაკენ. მივიდოდა, ქააბას კედელს მიეყრდნობოდა და ასე იღაღადებდა: `თქვენ, ყურეიშნო, არაბთა საპატივსაცემო თემთაგანი ხართ. ღმერთმა თავისი სახლის გვერდით გარგუნათ საცხოვრისი სავანე და ეს სათნოება და მადლ,ი ისმაილის შთამომავალთა შორის მხოლოდ თქვენ გებოძათ. ხალხნო, ღვთის სახლის მომლოცველნი ამ თვეს არნახული დღესასწაულობით მოგადგებიან. ისინი ღმერთის სტუმრები არიან. მათი მსახურება თქვენ გაკისრიათ. მათ შორის უამრავი უპოვარია. ვფიცავ, ამ სახლის ჭეშმარიტ პატრონს, შესაძლებლობა რომ მქონოდა, თავად დავეხმარებოდი და თქვენ არ მოგმართავდით. მე ალალ-წესიერებით ნაშოვნ ჩემს ქონებას ამ გზაზე ვწირავ, თქვენგანაც დიდი სათხოვარი მექნება – უწესო-არმად ნაშოვნი ქონების შეწირვისას ორპირობას და იძულებას განეშორენით. ბოროტი ვნებათაღელვით (მშვინვიერებით) წყალობის გაცემას უკუექეცით~. ჰაშიმის კეთილ საქმეთაგან ერთ-ერთიც ის არის, რომ მოუსავლიანობით გამოწვეული სიღატაკის დროს მან თავისი ქონება ხალხს უსაჩუქრა. მექის მოსახლეობის 

 
აღებ-მიცემობის შესაძლებლობათა გაუკეთესების მიზნით კასსანის ამირთან ხელშეკრულება დადო. ამ ხელშეკრულებით მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა სავაჭრო საქონლის ორმხრივი დაცვა-დაბინავების ვალდებულებაზე. ამის შემდეგ მექაში და მის ახლო მიდამოებში გაიხსნა მრავალი სავაჭრო ბაზრობები. ამიერიდან ყურეიშებს მიეცათ შესაძლებლობა ზაფხულში ემგზავრათ სირიაში, ხოლო ზამთარში - იემენში. სირიაში ერთ-ერთი მოგზაურობიდან გამობრუნებისას ჰაშიმი იასრიბში ამრ ხაზრაჯის ქალიშვილ სელმაზე დაქორწინდა და მექაში ჩამოიყვანა. სელმამ ჰაშიბს ვაჟი უბოძა სახელად "შეიბა". შეიბამ შემდგომში აბდულმუთთალიბის წოდებით გაითქვა სახელი.
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (6-ნაწილი) (11.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (10-ნაწილი) (04.07.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (9-ნაწილი) (22.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (8-ნაწილი) (20.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (7-ნაწილი) (16.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (6-ნაწილი) (14.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (5-ნაწილი) (13.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (4-ნაწილი) (08.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (3-ნაწილი) (05.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (2-ნაწილი) (01.06.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]