22/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (10-ნაწილი)
Çərşənbə axşamı, 04.07.2017, 11:41am (GMT+4)

მარხვა ვის არ ევალდებულება
1. თუკი მხცოვანების გამო ადამიანი ვერ იმარხულებს ანდა მარხვა მისთვის ძალზე მტანჯველი იქნება, მაშინ მისთვის მარხვა აუცილებელი არაა. თუმცა მეორე შემთხვევაში მან ყოველდღე ერთი უქონელი უნდა დააპუროს.
2. რამაზანის თვეში მხცოვანების გამო ვერმომარხულე პიროვნებას თუკი შეუძლია სხვა დროს იმარხულოს, მაშინ აუცილებელი სიფრთხილის მიხედვით გამოტოვებულ დღეთა მარხვა სხვა, შესაბამის დროს უნდა დაიცვას.
3. თუკი ვინმეს უწყლობით გამოწვეულ ანდა უწყლობისგან დიდი ტანჯვის მიმყენებელი სნეულებით ავადობს, მაშინ ასეთ პიროვნებას მარხვა არ ევალდებულება. . თუმცა მეორე შემთხვევაში მან ყოველდღე ერთი უქონელი უნდა დააპუროს. აუცილებელი სიფრთხილის მიხედვით, მან საჭიროზე მეტი წყალი არ უნდა სვას. თუკი მარხვას მერე შეიძლებს, გამოტოვებულ დღეთა მარხვა სხვა, შესაბამის დროს უნდა დაიცვას.
4. მარხულობით საკუთარი თავისთვის ანდა ბავშვისთვის ზიანის მიყენების მოშიშარი ორსული ქალისთვის მარხვა სავალდებულო არაა. თუმცა ასეთმა ქალმა გამოტოვებულ დღეთა საზღაურად სხვა დროს უნდა იმარხულოს და თან ამ დღეთა რაოდენობის მიხედვით ერთი უქონელი უნდა დააპუროს.
5. ბავშვისთვის ძუძუს მწოვებელი ქალი – ეს მშობელი დედა იქნება თუ დაქირავებული ანდა საკუთარი ნებით ძუძუს მწოვებელი ქალი, - თუკი მარხვით ბავშვს ან მის საკუთარ ჯამრთელობას საფრთხე შეექმნება, მაშინ მარხვა სავალდებულო არაა. მაგრამ მან გამოტოვებულ დღეთა საზღაურად სხვა დროს უნდა იმარხულოს და თან ამ დღეთა რაოდენობის მიხედვით ერთი უქონელი უნდა დააპუროს.

გადავადებული მარხვის სააღსრულებონი
1. თუკი ღვთისმგმობი გამუსლიმდება, მაშინ გამუსლიმებამდელი მარხვების დაცვა მას არ ევალდებულება. თუმცა თუკი ვინმე მუსლიმყოფილი თავიდან ისლამის მრწმენად მოიქცევა, მას გამოტოვებული მარხვების თავიდან დაცვა ევალდებულება. 
2. თუკი ვინმე საპატიო მიზეზით რამდენიმე დღე ვერ იმარხულებს, და ამ მიზეზის ამოწურვის შემდეგ დაეჭვდება თუ რამდენი დღე არ უმარხულია (3, 6 თუ 5),  შეუძლია ამ ვარაუდებს შორის უმცირესი აირჩიოს და ამ ხნის გადავადებულისა იმარხულოს (ანუ ამ შემთხვევაში 3 დღეს). 
3. თუკი პიროვნებას რამდენიმე რამაზანის თვის გადავადებული მარხვა აქვს, პირველად რომელს გაისტუმრებს არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თუკი გასული, წინა წლის რამაზანის გადავადებული მართებს და დრო მცირე აქვს (ანუ ახალი რამაზანის თვე რამდენიმე, მაგ 5 დღეში დგება) მაშინ, პირველად გასული წლის რამაზანის გადავადებული უნდა დაიცვას. 
4. თუკი პიროვნებას რამდენიმე რამაზანი უმარხულოდ გამოუტოვებია და მარხულობას დაიწყებს ისე რომ არ ჩაითქვამს თუ რომელი წლისას იცავს, მაშინ იგი ავტომატურად სულ პირველი გამოტოვებული რამაზანის თვისა იქნება. 
5. რამაზანის თვის მარხვის გადამვადებელ პიროვნებას, თუკი გადავადებული მარხვის დასაცავად მეორე რამაზანისთვის საკმარისი დრო აქვს, მაშინ შეუძლია შუადღემდე მარხვა შეწყვიტოს. 
6. თუკი პიროვნება ავადმყოფობის შედეგად ვერ იმარხულებს და ეს დაავადება მომდევნო წლის რამაზანამდე გასტანს, მაშინ მას გამოტოვებულ დღეთა სხვა დროს ანაზღაურება არ ევალდებულება. მან მხოლოდ ამ დღეთა რაოდენობის მიხედვით ერთი უპოვარი უნდა დააპუროს. 
7. თუკი პიროვნება რამაზანისას საპატიო მიზეზით ვერ იმარხულებს და რამაზანის მერე შეეძლება, მაგრამ მომდევნო რამაზანამდე განზრახ არ იმარხულებს, მაშინ გადავადებული აუცილებლად უნდა დაიცვას და თან უპოვარისთვისაც დასაპურებელი (750 გრ) გაიღოს. 
8. თუკი ავადმყოფობა რამდენიმე წელიწადს გასტანს, გამოჯამრთელების მერე, მომდევნო რამაზანის თვემდე გადავადებულის დასაცავად საკმარისი დრო თუ იქნება, მაშინ ბოლო რამაზანის მარხვა უნდა დაიცვას და წინა წლებისაზე კი უპოვარი დააპუროს. 
9. ყოველი გამოტოვებული დღისთვის უპოვარისთვის საარსებოს გამღებ პიროვნებას შეუძლია ეს რამდენიმე დღის საარსებო მხოლოდ ერთ უპოვარს მისცეს. ასევე საარსებოს გაცემა საკვების ღირებულების ფულითაც შეიძლება. 
10. თუკი ვინმე რამაზანის თვის მარხვას განზრახ არ დაიცავს, მისი გასტუმრების მერე 60 დღე უნდა იმარხულოს ანდა 60 უპოვარი დააპუროს. 
თუკი მომდევნო რამაზანამდე გადავადებულს არ დაიცავს, მაშინ ყოველი დღისთვის დამატებით ერთი კერძი კიდევ უნდა გაიღოს. 
11. მამის აღუსრულებელი ნამაზისა და დაუცველი მარხვის აღსრულება და დაცვა უფროს ვაჟს ევალდებულება. არა აქვს მნიშვნელობა უფროსი ვაჟI ამას თვითონ შეასრულებს თუ სხვა ვინმეს დაიქირავებს. 

მარხვის დასრულების დღესასწაული (ფითრე)

დღესასწაულის ღამე

 კურთხეული რამაზანის თვიდან შავალის თვეში გადამავალი ღამე (შავალის პირველი) ძალზე ბარაქიანი და ამაღლებული ღამეთაგანია. ამ ღამეს მღვიძარება და ლოცვა ჩვენი რჯულისგან დიდად მოსაწონია. ამ ღამეს შემდეგნაირად უნდა მოვიქცეთ:
1. სათავაზო ყუსლი უნდა მივიღოთ (მუსთაჰაბი)
2. განთიადამდე ვილოცოთ
3. საღამოს, ღამის და განთიადის ნამაზების, ასევე სადღესასწაულო ნამაზის შემდეგ ეს ლოცვა წავიკითხოთ:
“ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ. ლა ილაჰე ილ ალლაჰ. ვალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ ვა ლილლაჰილ ჰამდ. ალჰამდულილლაჰი ალა მა ჰედანე ვა ლაჰუშ-შუქრუ ალა მა ევლანე”
4. წავიკითხოთ იმამ ჰუსეინის მოსახილველი
5. 10-ჯერ წავიკითხოთ ეს ლოცვა:

“ია დაიმალ-ფაზლი ალელ-ბარიათი ვა ბასითალ-იადაინი ბილ-ათიიათი ვა საჰიბალ-მევაჰიბის-სანიიათი სალლი ალე მუჰამმადინ ვა ალიჰი ხაირილ-ვერა საჯიიათან ვაღფირ ლანაი ა ზალ-ალე ფი ჰაფზიჰილ-აშიიათი”.

შენიშვნა: ამ ლოცვის წაკითხვა აგრეთვე მთელი წლის განმავლობაში პარასკევობით შეიძლება.

ფითრეს ზექათი (გადასახადი)

ფითრის დღესასწაულის ღამეს მზის დასავლის დროს, სრულწლოვანებას მიღწეულ, გონიერ (ფსიქიკურად ნორმალური) მქონე ადამიანებს ამ ზექათის გაღება ევალდებულებათ. ფითრეს დღესასწაული ღამეს მზის დასავლის დროს ადამიანს რამდენი თანამესუფრეხ ჰყავს, ზუსტად იმის შესაბამისად უნდა გაიღოს ფითრეს ზექათიც. არა აქვს მნიშვნელობა თანამოსუფრე დიდია თუ პატარა, მუსლიმი თუ არა მუსლიმი. გარდა ამისა, მასპინძლის თანხმობით ამ დროს მასთან სტუმრად მისულის ფითრეც, მასპინძელმა თავად უნდა გადაიხადოს.  

ფითრეს ზექათი (გადასახადი)
1. ოდენობა -3კგ.
2. სახეობა – ხორბალი, ბრინჯი და ა.შ. ან მათი ღირებულების ფული;
3. გაცემის დრო –დღესასწაულის ღამიდან სადღესასწაულო ნამაზის აღსრულებამდე.



თარგმანი ოქტაი კაზიმოვი iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (9-ნაწილი) (22.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (8-ნაწილი) (20.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (7-ნაწილი) (16.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (6-ნაწილი) (14.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (5-ნაწილი) (13.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (4-ნაწილი) (08.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (3-ნაწილი) (05.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (2-ნაწილი) (01.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (1-ნაწილი) (29.05.2017)
ისლამის ისტორია (5-ნაწილი) (24.05.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]