22/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (9-ნაწილი)
Cümə axşamı, 22.06.2017, 10:35am (GMT+4)

ყუსლის მიღების წესები
• მთელი ყუსლების (განბანვების) –ჯენაბეთის (სპერმის დანთხევის გამო), მენსტრუაციის, ნიფასის (მშობიარობის), მიცვალებულის და ა.შ. მიღება “თანმიმდევრულად” წოდებული შემდეგი წესებით შეიძლება:
• განმბანავი პიროვნება ჯერ სურვა უნდა წარმოთქვას ან გაიტაროს გულში თუ რომელ ყუსლს იღებს და:
ა) ჯერ თავი და მხრები,
ბ) შემდეგ მხრებიდან მოყოლებული ქუსლებამდე სხეულის მარჯვენა ნაწილი,
გ) შემდეგ კი მარცხენა ნაწილი უნდა განიბანოს.
 თუკი ვინმე განზრახ, გულმავიწყობით ანდა უცოდინრობით ამ წესს დაარღვევს ანდა გამოტოვებს ყუსლი უბათილდება.
• ჭიპისა და სასქესო ორგანის მარჯვენა მხარე სხეულის მარჯვენა ნაწილთან ერთად, ხოლო მარცხენა მხარე სხეული მარცხენა ნაწილთან ერთად განიბანება. თუმცა უმჯობესი იქნება თუკი ჭიპი და სასქესო ორგანო მთლიანობაში სხეულთან ერთად განიბანოს.
• სხეულის სამივე ნაწილის (თავ-კისერი, მარჯვენა ნაწილი, მარცხენა ნაწილი) სრულიად განბანვაში დასარწმუნებლად, რომელიმე ნაწილის განბანვისას, ცოტათი მეორე მხრიდანაც დაბანვაა საჭირო.
• თუ პიროვნებას რამდენიმე ყუსლი ევალდებულება, შეუძლია ისინი ერთ განბანვაში ერთიანად ახსენოს და ისე განიბანოს.
• ყუსლის მიღების “თანმიმდევრული” (თერთიბი) წესის გარდა არსებობს მეორე წესიც –“ირთიმასი” ანუ ერთბაშად აღსასრულებელი. ასეთი ყუსლის მიმღებმა ადამიანმა ყუსლის ზრახვით წყლის (ტბის, ზღვის, მდინარის, აუზის და ა.შ.) ქვეშ წამით ისე უნდა გაჩერდეს, რომ წყალი მას მთლიანად ფარავდეს.
• სავალდებულო მარხვის დამცავი ან ჰაჯის თუ უმრას გამო ეჰრამის (პილიგრიმთა ტანსაცმელი მექის წმინდა მიწაზე ფეხის შედგმისას) მატარებელი ადამიანი ერთბაშ ყუსლს ვერ მიიღებს, მაგრამ თუ დაავიწყდება, არა უშავს.
4. ოყნა
• თხევადი ნივთიერებებით ოყნის გაკეთება, არა აქვს მნიშნელობა იგი აუცილებლობითაა განპირობებული თუ სამკურნალო თვალსაზრისით, მარხვას აბათილებს. მაგრამ სამკურნალო სანთლებისა და სხვა არათხევადი წამლების გამოყენება შეიძლება.
• ქალებისთვის სამკურნალო თვალსაზრისით სასქესო ორგანიზე დადებული წამალი მარხვას არ აბათილებს.

5. განზრახ ღებინება
• თუკი მომარხულე გაზრახ აღებინებს და ეს ღებინება ავადმყოფობისგანაც რომ იყოს, მარხვა ბათილდება. მაგრამ თუკი მისდაუნებურად ანდა შეცდობით აღებინა, მაშ  არა უშავს.
• თუკი მომარხულე შეძლებს რომ ღებინებას წინ აღუდგეს ისე, რომ ეს მის ჯანმრთელობას არ ავნებს, მაშინ უნდა წინ უნდა აღუდგეს.
• თუკი მომარხულე პიროვნება შეცდომით რამეს ჩაყლაპავს და ის სანამ კუჭამდე მიაღწევდეს, მიხვდება რომ მარხულობს და ის რაღაც უკვე ძალიან ქვემოთ იქნება ჩასული და საერთოდ ჭამაში და ჩაყლაპვაში არ ჩაეთვლება, გამოღება საჭირო არ არის, მარხვის გაგრძელება შეიძლება.
• თუ მომარხულე დააბოყინებს და უნებურად რაღაც პირის ღრუში ან ყელში მოხვდება, მაშინვე უნდა გადმოაგდოს. მაგრამ თუ ასევე უნებურად გადაეყლაპება, მაშინ მარხვა არ უბათილდება.
მომარხულესთვის მოუწონარი ქმედებები (მაქრუჰ)
მომარხულესთვის რამდენიმე რამეა მოუწონარი (მაქრუჰი, რომელიც მოუწონარია მაგრამ მარხვას არკი აბათილებს):
- თვალში წამლის ჩაწვეთება, პარფიუმერიის გაკეთება (თუკი გემო და სუნი ყელამდე მიაღწევს);
- დამასუსტებელი ქმედებები (მაგ. სისხლის გაღება)
- სურნელოვანი მცენარეების, ყვავილის ყნოსვა;
- ტანსაცმლის დასველება;
- კბილის ამოღება და პირში სისხლის გამომწვევი სხვა ქმედებებისთვის მიმართვა;
- სველი ჩხირით ან კბილის ჯაგრისით კბილების გამოწმენდა;
- ქალის წყალში ჩაჯდომა (მაგ. ვანაში ბანაობა);
- მომარხულე მამაკაცის მიერ სპერმის დაუნთხეობის მიზნით საკუთარი მეუღლის კოცნა ანდა სხვა ვნებისაღმძვრელი ქმედებებისთვის მიმართვა.
დანართი: თუკი პიროვნება საკითხის უცოდინრობით მარხვის გამბათილებელ ქმედებათაგან ერთს მაინც მიმართავს, ამ შემთხვევაში:
- თუკი შეეძლო ეს საკითხი გამოერკვია, სიფრთხილის მიხედვით მას ქევფარე ეკისრება;
- თუკი საკითხს ვერ გამოიკვლევდა ანდა საერთოდ, ამაზე არაფერს უწყოდა, ანდა ამ კონკრეტულ რამეს მარხვის დარღვევა თუ შეეძლო არ იცოდა, მაშინ მას ქევფარე არ ეკისრება.

თარგმანი ოქტაი კაზიმოვი iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (8-ნაწილი) (20.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (7-ნაწილი) (16.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (6-ნაწილი) (14.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (5-ნაწილი) (13.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (4-ნაწილი) (08.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (3-ნაწილი) (05.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (2-ნაწილი) (01.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (1-ნაწილი) (29.05.2017)
ისლამის ისტორია (5-ნაწილი) (24.05.2017)
ისლამის ისტორია (4-ნაწილი) (17.05.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]