22/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (8-ნაწილი)
Çərşənbə axşamı, 20.06.2017, 10:17am (GMT+4)


 მარხვის აღწერა
  მუსლიმთა სულიერ-ზნეობრივი სრულყოფილებისთვის აუცილებელ ქმედებათაგან და წლიური ვალდებულებებიდან ერთ-ერთიც მარხვაა. მარხვა განთიადის აზანიდან მაღრიბის აზანამდე ღვთის ნაბრძანებისდაკვალად ზოგიერთი მოქმედებისგან თავის შეკავებას გულისხმობს. იმისათვის, რომ გავიგოთ მარხვის წესები მის სახეებს აუცილებლად უნდა გავეცნოთ.  
მარხულობის სახეები
1. სავალდებულო მარხვანი
• რამაზანის თვის მარხვა; (30 ან 29 დღე)
• გადავადებული (კეზა); (რამდენი დღეც არის)
• მიტევების (ქევფარე) მარხვა; (ერთ დღეზე 60 დღე)
• საწირავი (ნაზირ) მარხვა; (რამდენ დღესაც ჩაითქვამს)
• გარდაცვლილი მამის გადავადებული მარხვა; (უფროსი შვილისთვის არის სავალდებულო.)
2. აკრძალული მარხვანი
• მოწყალების დღესასწაულის დღეს მარხულობა;
• საღვთო შესაწირავთა დღესასწაულის დღეს მარხულობა;
3. მოუწონარი მარხვა
• აშურის დღეს (იმამი ჰუსეინის მოწამეობრივი აღსასრულის დღე) მარხულობა
4. სათავაზო მარხვანი
• აკრძალული და მოუწონარი მარხულობების გამორიცხვით წლის ნებისმიერ დღეებში მარხულობა სათავაზოა (მუსთაჰაბ).
• ხუთშაბათის და პარასკევის მარხულობანი;
• ზოგიერთი რელიგიური დღესასწაულის დღეებში მარხულობა: მაგ: კადირ-ხუმის, წინასწარმეტყველის დაბადების დღეებში
• რაჯაბის და შაბანის თვეების ყველა დღეებში.
მარხვის მიზანი
1 – მარხვა ლოცვაა და მხოლოდ ღვთის ბრძანების შესასრულებლად აღისრულება.
2 – მარხულს შეუძლია მარხვის ყოველი დღის ბოლოს ხვალინდელი დღის მარხვა ჩაითქვას. მაგრამ კარგი იქნება თუ იგი მარხვის პირველივე დღიდანვე მთელი თვის მარხვა ჩაითვამს.
მარხულობის საბათილებელნი:
1) ჭამა და სმა (განზრახ საჭმლის მიღება);
2) ჯიმა (სქესობრივი კავშირი - ეს აკრძალვა როგორც დედაკაცზე, ისე მამაკაცზე ერთნაირად ვრცელდება);
3) ისთიმნა (ანონიზმი, ნებიმიერი ფორმით სქესობრივი სითხის დანთხევა);
4) ბლანტი მტვრის ხორხში შეღწევა (ასევე ასეთი მტვრის გადაყლაპვა);
5) თავის წყალში ჩაყოფა (თუ მყისიერად მთლიანად ჩაჰყოფს თავს);
6) განთიადის ნამაზამდე განუბანელი სხეულის, თვიურის ან სხვა გამონადენის მდგომარეობაში დარჩენა;
7) ოყნა (თხევადი ნივთიერების ორგანიზმში შესხურება);
8) პირღებინება (განზრახ თუ აღებინებს);
9) ღმერთის, წინასწარმეტყველი და იმამების სახელით ტყუილის თქმა: ყურანის განზრახ შეცდომით წაკითხვა, ცრუ ჰადისების თხრობა.


მარხულობის საბათილებელთა შესახებ:
 (თვალი მივადევნოთ მათ განმარტებას)

1-2 ჭამა და სმა
• თუკი მარხული პიროვნება განზრახ შეჭამს ან შესვამს მარხვა ბათილდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვეულებრივი, საკვებად გამოსაყენებელი იქნება (პური და სხვ.) თუ არა (მიწა და სხვ.), ცოტა იქნება თუ ბევრი; გარდა ამისა, მარხული თუკი კბილის ჯაგრისს პირიდან გამოიღებს და მერე კვლავ შეიბრუნებს და ამის კვალობაზე პასტის ჩაყლაპავს მარხვა ბათილდება.
• თუკი მარხული უცოდინრობით რამეს შეჭამს ან შევამს მარხვა არ უბათილდება.
• მარხული კვების ნივთიერებათა შემცვლელი ნემსის (გლუკოზისმაგვარი) გაკეთებისგან თავს უნდა იკავებდეს. თუმცა რომელიმე ორგანოს გამაყუჩებელი წამლის შემცვლელ ნემსს თუ იკეთებს არა უშავს.
• თუკი მარხული დილის ხსნილისას მიხვდება, რომ მას განთიადის აზანმა მოუსწრო, ჭამას მყისვე თავი უნდა ანებოს და პირიდან ლუკმა გამოიღოს. თუ განზრახ გადაყლაპავს მაშინ მარხვა უბათილდება და ასეთ პირებს ქეფფარეს (საზღაურის) გადახდა ევალებათ.
• თუკი მარხული კბილთაშორის ჩარჩენილს განზრახ გადაყლაპავს მარხვა ბათილდება. თუკი პიროვნებას ეცოდინება, რომ კბილებში ჩარჩენილი ნაშთები გადაეყლაპება და მიუხედავად ამისა, კბილებს მაინც არ გამოისუფთავებს, არ აქვს მნიშვნელობა გადაეყლაპება თუ არა, მარხვა ბათილდება.
• პირის წყლის (ფურთხის) გადაყლაპვა მარხვას აბათილებს. თავიდან, მკერდიდან წამოსული წყალი (ამონახველი, წვინტლი) თუკი პირის ღრუში არ გამოვა, მისი ჩაყლაპვა შეიძლება, მაგრამ თუ ჯერ პირის ღრუში შემოვა, მაშინ აუცილებელი სიფრთხილის მიხედვით არ უნდა ჩავყლაპოთ.
• ბავშვისთვის მისაცემი ლუკმის დაღეჭვისას, მისთვის მომზადებული კერძისთვის გემოს გასინჯვისას და ა.შ. თუკი ეს ყელს არ გადასცდება და შემთხვევით მაინც გადასცდება მარხვა არ ბათილდება. მაგრამ თუ მარხულმა იცის რომ ეს ნამდვილად გადაეყლაპება და ჩაყლაპავს, მაშინ მარხვა ბათილდება.
3. სქესობრივი კავშირი
• სქესობრივი კავშირი აქტის რაოდენობისაგან განსხვავებით და აგრეთვე იმის მიუხედავად, რომ მამაკაცის სასქესო ორგანო ქალში მხოლოდ გვირგვინის ბოლომდე შეაღწევს, არა აქვს მნიშვნელობა სპერმა გამოიშლება თუ არა, ორივეს (ანუ მამაკაცისა და ქალის) მარხვა ბათილდება. მაგრამ თუკო პენისის გვირგვინის ბოლომდე არ შეყოფს და სპერმაც არ გამოიშლება, მაშინ მარხვა არ ბათილდება.
• თუკი მარხულს დაავიწყდება რომ მარხულობს და სქესობრივ კავშირში შევა მარხვა არ ბათილდება; თუმცა აქტის დროს თუ გაახსენდა, მაშინვე უნდა მიატოვოს იგი. თუ სპერმა ძილში გამოეშლება ანდა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებით შევა ასეთ კონტაქტში მარხვა არ უბათილდება.
4. ონანიზმი
თუკი მარხული ცოდვად მიჩნეულ ონანიზმს მიჰყოფს ხელს, მარხვა უბათილდება. მაგრამ სპერმა თუ მისგან დამოუკიდებლად წამოვიდა, მაშინ მარხვა არ ბათილდება.
 შენიშვნა: მასტრუბაცია ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ ადგილას ცოდვის მომკერძავია.
•  სპერმა სიზმარში თუ წამოუვა მარხვა ურღვევია. თუკი სპერმის წარმოდინებისას გამოიღვიძებს, სპერმის ხელოვნურად შეკავება აუცილებელი არაა.
• თუკი მარხული სხვადასხვა საშუალებით შეეცდება რომ სპერმა წამოუვიდეს და მაინც არ წამოუვა, მაშინ მარხვა არ უბათილდება.
• თუკი მარხული არა სპერმის დანთხევის მიზნით მეუღლეს გაეთამაშება და ამ დროს სპერმას შემთხვევით დაანთხევს, მარხვა არ უბათილდება.
5. ღვთის, წინასწარმეტყველის სახელით ტყუილის თქმა
• თუკი ვინმე ღვთის, წინასწარმეტყველის და მისი ნაცვალების ანუ იმამების სახელით ლაპარაკით, წერით, მინიშნებით და ა.შ. მოიტყუებს და თუნდაც მაშინვე მიხვდება და მოინანიებს კიდევაც მარხვა უბათილდება. აუცილებელი სიფრთხილის მიხედვით ეს წესი სხვა წინასწარმეტყველების, მათი წარმომადგენლების და წმინდა ფატიმას შემთხვევაშიც ძალაშია.
• თუკი პიროვნება რაღაცას დარწმუნებულად იტყვის და ღმერთს ანდა წინასწარმეტყველს მიაწერს და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდება, რომ უცრუვია, მარხვა არ უბათილდება.
• ამბის ტყუილ-სიმართლისა თუკი არ უწყის და მაინც მის თხრობას მოიწადინებს, აუცილებელი სიფრთხილის მიხედვით, ეს ამბავი უნდა გადაამოწმოს მასთან ვისგანაც გაუგია ანდა იმ წიგნს მიმართოს საიდანაც ამოუკითხავს. თუმცა მაინც თუ არ ეცოდინება ტყუილია თუ მართალი და იტყვის მარხვა არ უბათილდება.
6. ბლანტი მტვრის ხორხში შეღწევა
• ბლანტი მტვრის ხორხში შეღწევა – არა აქვს მნიშვნელობა იქი საკვებად ვარგისი რამის (მაგ. ფქვილის) მტვერი იქნება თუ არა, მარხვას აბათილებს.
• აუცილებელი სიფრთხილის მიხედვით, მარხულმა ადამიანმა ორთქლი, სიგარეტის ბოლი და სხვა ამის მსგავსი რამის ბოლიც არ უნდა შეისუნთქოს.
• თუკი მარხული სიფრთხილეს არ გამოიჩენს და მტვერი, ორთქლი, ბოლი და მისთ. ყელში მაინც შეაღწევს, მაგრამ მანმადე თუ ფიქრობდა რომ ეს ას ეარ იქნებოდა, მარხვა არ უბათილდება. გარდა ამისა, თუკი დაავიწყდება რომ მარხულია ანდა უნებლიედ გადაეყლაპება ან შეისუნთქავს, მაშინაც არა უშავს.
7. თავის წყალში ჩაყოფა
• თუკი მომარხულე პიროვნება თავს მთლიანად და განზრახ წყალში ჩაყოფს, ტანი გარეთაც რომ ამყოფოს, აუცილებელი სიფრთხილის მიხედვით ამ მარხვის ყეზა უნდა შეასრულოს (ანუ სხვა დროს საზღაურად უნდა იმარხულოს), მაგრამ თუკი ტანი წყლის ქვეშ და თავის ნაწილი გარეთ ექნება, მარხვა არ ბათილდება.
• მომარხულე თუ ჯერ თავის ერთ ნაწილს და მერე მეორეს დაისველებს მარხვა არ უბათილდება.
• თუკი მარხულს დაავიწყდება, რომ მარხულობს და ირთიმასი ყუსლის (წყალში მთლიანად ჩაყურყუმელავებით განბანვის) მიზნით თავს ერთბაშად წყალში ჩაჰყოფს, მისი მარხვაც და ყუსლის მისაღებია.
• თუკი პიროვნება მისდა უნებურად წყალში ჩავარდება ანდა თავი მთლიანად დასუველდება მარხვა არ უბათილდება.
შენიშვნა: როცა ვამბობთ თავი მთლიანაად არ უნდა დასველდეს, მასში ზღვაში, მდინარეში, აუზში, ვანაში დაგუბებულ წყალში თავის ჩაყოფას ვგულისხმობთ და არა შხაპის მიღებისას თავის დასველებას.
8. განთიადის აზანამდე ჯენაბეთის, მენსტრუაციის და ნიფასის (მშობიარობის) მდგომარეობაში ყოფნა
• თუკი პიროვნებას ჯენაბეთის, მენსტრუაციის ანდა ნიფასის ყუსლით განბანვა ევალდებულება, მარხვის შესანახი დღის განთიადის აზანამდე უნდა განიბანოს.
• თუკი პიროვნება ჯუნუბია (ანუ ან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა ანდა უბრალოდ ძილისას ან სხვა მიზეზთა გამო სპერმა წამოუვიდა) და განთიადის აზანამდე განზრახ არ განიბანება, ანთუ თუ თეიემუმით უნდა განიწმინდოს (ესეც იმ შემთხვევაში, როცა დროის უკმარისობის ანდა სხვა მიზეზთა გამოისობით ვერ განიბანს) და არ განიწმინდება, მაშინ მარხვა უბათილდება.
• რამაზანის თვის ღამეს თუ არც ყუსლისთვის და არც თეიემუმისთვის პიროვნებას დრო არ აქვს და მაინც შევა სქესობრივ კონტაქტში მაშინ ბათილდება, შესაბამისად, სამარხულო ყეზას ასრულება და ქეფფარეს გაღება მოუწევს. მაგრამ სულ მცირე თეიემუმისთვის დრო თუ რჩება და სქესობრივ კონტაქტში შევა, მაშინ მარხვა არ ბათილდება.
• თუკი ადამიანს დაავიწყდება რომ რამაზანში ყუსლით უნდა განიბანოს და ეს მეორე დღეს გაახსენდება, მაშინ სამარხულო ყეზა უნდა აღასრულოს; თუ რამდენიმე დღის შემდეგ გაახსენდება, მაშინ სავარაუდო დღეთა ყეზა უნდა აღასრულოს. მაგალითად, თუ სწორად არ ემახსობრება უყუსლოდ 3 დღე გაატარა თუ 4, მაშინ 3 დღის ყეზის (მარხვის სხვა დროისთვის გადავადება და დაცვა) აღსრულება მაინც მოუწევს.
• რამაზანის თვის ღამეს სპერმის დამთხევმა ადამიანმა თუ იცის, რომ განსაბანავად განთიადის ნამაზამდე ვერ გამოიღვიძებს, აუცილებლად უნდა განიბანოს. თუ ისე დაიძინებს, რომ არც განიბანება და არც თეიემუმს ჩაიტარებს და განთიადი მოუსწრებს მარხვა უბათილდება და ყეზისა და ქეფფარეს გადახდა ევალდებულება.
• რამაზანის თვის ღამეს სპერმის დამთხევმა ადამიანმა თუ იცის ან ვარაუდობს, რომ განთიადის აზანამდე გაიღვიძებს და განბანვასაც მოასწრებს და ზუსტად ამ განზრახვით დაიძინებს, თუმცა ვარაუდი არ გაუმართლდება, მარხვა არ უბათილდება.
• თუკი მარხული დღისით დაიძინებს და ძილის დროს სპერმა დაენთხევა, გამოღვიძებისას მაშინვე განბანვა აუცილებელი არაა.
• თუკი პიროვნება განთიადის აზანის შემდეგ გამოიღვიძებს და ნახავს რომ ძილში სპერმა დაუთხევია, გარდა ამისა, თუ მიხვდება რომ ეს განთიადის აზანამდე მომხდარა, მარხვა არ უბათილდება.
• რამაზანის თვის მარხვის ყეზის აღსრულების მოწადინე პიროვნება თუკი განთიადის აზანამდე ჯენაბეთის ყუსლით არ განიბანება (თუ ეს ესაჭიროება), განზრახაც რომ არ იყოს, მარხვა ბათილდება და იმ დღეს ვერ იმარხულებს.
• თუკი ქალს განთიადის აზანამდე მენსტრუაციის ან ნიფასის (მშობიარობის) ციკლი გაუთავდება, მაგრამ განზრახ არ განიბანება ან თეიემუმს არ ჩაიტარებს მარხვა უბათილდება.
• თუკი ქალს განთიადის აზანის ახლო ხანებში მენსტრუაციის ან მშობიარობის ციკლი  დაუმთავრდება, მაგრამ საიმდროოდ არც ყუსლისთვის და არც თეიემუმისთვის დრო არ დარჩენა ანთუ აზანის შემდეგ მიხვდება რომ აზანამდე გათავისუფლებულა, ამ შემთხვევაში მისი მარხვა  სწორია.
• თუკი ქალი მესტრუაციის ანდა ნიფასის მდგომარეობიდან განთიადის აზანის შემდეგ გამოვა ანდა მარხვისას დღის განმავლობაში მენტრუაციის ან ნიფასის  სისხლს შეამჩნევს – და ეს საღამოს აზანის ახლო ხანებშიც რომ მოხდეს – მარხვა ბათილია.
• თუკი ქალი მენსტრუაციის ან ნიფასისგან არ განბანილა და ამას მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდება, ნამარხულევი დღეები ჩაეთვლება.
• ვარდისფერი შლის (ქალებში მენსტრუაციისგან განსხვავებით, არაპერიოდული სისხლდენა) მქონე ქალი თუკი თავის ყუსლს ვარდისფერი შლის შემთხვევაში არსებული წესების მიხედვით მიიღებს (დაწვრილებით შესაბამის წიგნებშია ნაჩვენები) მარხვა არ უბათილდება.
• მიცვალებულთან შეხება. თუკი ადამიანი სხეულის რომელიმე ნაწილით უკვე გაცივებულ მიცვალებულს შეეხება, მიცვალებულის ყუსლის მიღების გარეშეც შეუძლია იმარხულოს. მარხვისას მიცვალებულს რომც შეეხოს მარხვა მაინც არ უბათილდება; თუმცა ნამაზისთვის ამ ყუსლის მიღება აუცილებელია.

თარგმანი ოქტაი კაზიმოვი iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (7-ნაწილი) (16.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (6-ნაწილი) (14.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (5-ნაწილი) (13.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (4-ნაწილი) (08.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (3-ნაწილი) (05.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (2-ნაწილი) (01.06.2017)
რამაზანი- ისლამური წელიწადის დანარჩენი თერთმეტი თვის მშვენება და გვირგვინი (1-ნაწილი) (29.05.2017)
ისლამის ისტორია (5-ნაწილი) (24.05.2017)
ისლამის ისტორია (4-ნაწილი) (17.05.2017)
ისლამის ისტორია (3-ნაწილი) (12.05.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]