25/09/2017 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ადამიანის უფლებები ისლამში (1-ნაწილი)
Cümə günü, 06.01.2017, 10:47am (GMT+4)

ადამიანის უფლებები  ისლამში (4 სემინარი)
 
  ალი ქარიმფური
   
   დიდი მადლობა, რომ მოისმინეთ ჩემი მოხსენება. თუ პასუხები გექნებათ, ჩვენ სხდომის ბოლომდე გამოვყოფთ დროს. მანამდე კი ვთხოვოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, მის აღმატებულებას დემირჩილუს, რათა გაგვაცნოს თავისი შეხედულებები.

   ელჩი: 

  სახელითა უზენაესისა! მე პირველ რიგში მსურს სემინარის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, ასეთი შეხედულებები დაეხმარება ორივე რელიგიის – ისლამისა და ქრისტიანობის წარმომადგენლებს, რომ უკეთ გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები. ისეთი ადგილი სადაც მუსლიმან და ქრისტიან მეცნიერთა მხრიდან აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება იქნება, ეს შეფასდება, როგორც ძალიან კონსტრუქცუილი ატმოსფერო და ვითარება. ისეთი დილეტანტი ადამიანისათვის, როგორიც ამჟამად მე გახლავართ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მეძლევა საშუალება, რათა ცნობილ მეცნიერთაგან შევიძინოთ ახალი.  გამოგიტყდებით, როცა აქეთ მოვემართაებოდი ფიქრადაც არ მქონია, რომ სიტყვით გამოსვლა მომიწევდა და რაკიღა სიტყვა დამითმეთ, ამიტომ ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ.
  ადამიანის უფლებების პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც დიდ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა ქვეყნები. იგი იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია სხვადასხვა ქვეყნის სამართალის სწავლებებში და აქ მიმართულებებიცაა გამოყოფილი. ადამიანის უფლებები საერთაშორისო დონეზე  ისწავლება ჩვენს  უმაღლეს სასწავლებლებში. საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებს აღიარებს განურჩევლად სქესის, კანის ფერის, ეროვნების, ენის, რელიგიის თუ სხვა წარმომავლობისა. მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის I ნახევარში მხოლოდ გარკვეულ მნიშვნელობას იძენდა,  შემდგომში იგი მეცნიერებად ჩამოყალიბდა. ასე, რომ II მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო დონის მემორანდუმები გაფორმდა და ბევრი ქვეყანა შეუერთდა მას. ჩვენი აზრით ადამიანთა უფლებებს სამი სხვადასხვა თაობა იკვლევდა. 1) ეს არის ადამიანის პოლიტიკური  და სამოქალაქო უფლებები, რომელიც გაეროს მიერ არის შემუშავებული. ეს პირველი ეტაპია, როდესაც ჩამოყალიბდა დეკლარაცია ადამიანის უფლებათა შესახებ. მოცემულ პერიოდში საუბარია იმ პოლიტიკურ უფლებებზე რომელიც ადამიანებს გააჩნიათ და რომელსაც აღიარებს მსოფლიო საზოგადოებრიობა. რა თქმა უნდა განურჩევლად მათი  გარეგნული თუ შინაგანი  სხვაობისა. აქ საუბარია ზოგადპოლიტიკურ უფლებებზე. ასევე არსებობს ისეთი დიდი საკითხი, როგორიცაა სიტყვის, არჩევანის თავისუფლება. არჩევანის თავისუფლებას  შეიძლება ითქვას, მთლიანად ეხება დეკლარაცია. Mმეორე პერიოდი იწყება 60-იანი წლებიდან და ეს ეხება უშუალოდ ადამიანის ეკონომიურ უფლებებს. აქ ყურადღებულია ის, რომ ადამიანს აქვს უფლება ეკონომიური კეთილდღეობისა და მინიმალური საარსებო საშუალებების ქონისა. ამ მიმართულებით ჩვენ ვხვდებით რიგ დოკუმენტებს, გარდა იმისა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვთავაზობენ. Aასევე არსებობს ორმხრივი შეთანხმებები და ძირითადი აქტივები რომელიც მიმართულია ადამიანთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ. მესამე პერიოდი მოიცავს 90-იანი წლებიდან, XX საუკუნის საზღვრებამდე. აქ აქცენტირებულია გარემოს დაცვა, ადამიანისთვის ჯანმრთელი ბუნებრივი პირობების შენარჩუნება. აქ პრიორიტეტულია ის რომ ადამიანები გაუფრთხილდნენ სხვათა უფლებებს, ბუნებას და ა.შ. როგორც მოგახსენეთ ეს სწორედ ის მიმართულებებია რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხს ეხებოდა და გამოიკვეთა. მან შეიძინა ადამიანური უფლებების ჰუმანური ხედვა. ძირითადი განსხვავება ზოგად უფლებებსა და მისდამი ჰუმანური დამოკიდებულებას შორის არის ის, რომ უფლებები რომლებიც ადამიანები აღიარებენ, არის დაბადებიდანვე მოცემული, მაგრამ არსებობს მეორე ფაქტორი, როცა სხვადასხვა დაპირისპირების, კრიზისების დროს წარმოიქმნება მათი დარღვევის შესაძლებლობანი. აქ იმდაგვარი მიდგომაა საჭირო, რომ შემუშავდეს გარკვეული ისეთი წესები, რომელიც ადამიანს დაიცავს მისი უფლებების ხელყოფისაგან. ეს ის ძირითადი საკითხები გახლდათ, რომელზედაც მსურდა მესაუბრა და სწორედ აქედან გამომდინარე ის   დავყავით 1) ადამიანის უფლებებად და სამართალის სწავლების თვალსაზრისით არსებული უფლებები. ძირითადი მიდგომა ამ უფლებებისადმი ამგვარია, რომ რიგი უფლებებისა ძირეული და არსებითია. Aადამიანის უფლებებზე როცაა საუბარი ბუნებრივია, აქედან ვერ გადავალთ სამართლის სფეროში და თუ ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ სრული სურათი მაშინ, გარკვეულწილად ვალდებულებებიც რომლებიც თითოეულ პიროვნებას აკისრია, მხედველობაში უნდა მივიღოთ. მაგალითად თუ ადამიანის უპირობო უფლებად მისი სიტყვის თავისუფლებას ვაღიარებთ, იბადება კითხვა სად გადის სიტყვის თავისუფლების ზღვარი? ეს გარკვეულ შეზღუდვას ხომ არ გამოიწვევს? Aამიტომ ამისთვის  არსებობს სამართლებრივი წესდება, რომელიც აწესრიგებს მას. 2) არის უფლებები რომლებიც ნაწილდება სახელმწიფოებზე, მაგრამ როცა ქვეყნის შიგნით გვაქვს საქმე, მაშინ იგი ეხება კონკრეტული ადამიანის უფლებებს. როცა ადამიანის უფლებებს რელიგიურ ჭრილში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი მსგავსებაა ამ მხრივ და ფაქტობრივად თითქმის ერთნაირია. აქ განსხვავებულობა მაინც რომ შევამცნიოთ ე.ი. ის უკავშირდება რეალურ უფლებებსა და იმ უფლებებს რომლებიც განკუთვნილია . . . 
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
შიიტური ისლამის წარმოება (24-ნაწილი) (23.12.2016)
შიიტური ისლამის წარმოება (23-ნაწილი) (09.12.2016)
შიიტური ისლამის წარმოება (22-ნაწილი) (02.12.2016)
შიიტური ისლამის წარმოება (21-ნაწილი) (25.11.2016)
შიიტური ისლამის წარმოება (20-ნაწილი) (18.11.2016)
შიიტური ისლამის წარმოება (19 -ნაწილი) (11.11.2016)
შიიტური ისლამის წარმოება (18 -ნაწილი) (04.11.2016)
შიიტური ისლამის წარმოება (17 -ნაწილი) (28.10.2016)
შიიტური ისლამის წარმოება (16 -ნაწილი) (21.10.2016)
შიიტური ისლამის წარმოება (15 -ნაწილი) (07.10.2016)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Sentyabr 2017  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]